x
მეტი
  • 13.07.2024
  • სტატია:135942
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510271
შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

imageშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული სერგო პ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 20 მარტს, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, თავის მეგობარ რომან გაბეხაძესთან მივიდა, რომელიც ამ პუნქტში ოპერატორად მუშაობდა. მათ შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც სერგო პ–მ რომან გაბეხაძეს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ელვირა ბჟინავა
ელვირა ბჟინავა
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0