სამარხვო კერძები როგორ მოვამზადოთ ფრი სახლის პირობებში? უგემრიელესი კარტოფილის სალათი ფრანგულად (სამარხვო) 2013, 21 მარტი, 1:11 ფრი ყველას ძალიან უყვარს. მის მისართმევად ყველაზე ხშირად სწრაფი კვების ობიექტებს ვსტუმრობთ. ფრის მომზადება სახლის პირობებში სულ მარტივადაა შესაძლებელი. დავჭრათ კარტოფილი სპეციალური ფრის საჭრელით, ან ჩვეულებრივი დანით წვრილად. ჩაყარეთ ფრის შესაწვავ კალათაში (თუ ფრის შესაწვავი კალათი არ გაქვთ, მაღალ ტაფაში ან ქვაბში ჩაყარეთ) და ზეთის ადუღებიდან 10 წუთში მზად იქნება, ამოღების შემდეგ მოაყერეთ მარილი. ფრი საკმაოდ კალორიულია. მისი მირთმევის შემდეგ სასურველია ისეირნოთ ფეხით. სახლის პირობებში სწორად მომზადებული ფრი უფრო ჯანსაღი და გემრიელია ვიდრე ნაყიდი. კარტოფილი ბევრი ადამიანის საყვარელი საკვებია, ნოყიერიცაა და იაფიც. ახლა მარხვის პერიოდია და ყველას უნდა ყოველდღიური დღის ულუფა გაიხალისოს. გთავაზობთ გემრიელ და მარტივ სალათს, იმედია მოგეწონებათ. კარტოფილის სალათი ფრანგულად კარტოფილი-800 გრ ძმარი-2ს/კ თეთრი ღვინო-50 მლ მდოგვი-1ჩ/კ მარილი-1/4 ჩ/კ ზეითუნის ზეთი- 100 მლ ხახვი და ოხრახუში გემოვნებით. კარტოფილი მოხარშეთ კანიანად და დაჭერით, დაასხით თეთრი ღვინო და აურიეთ. ცალკე ჯამში ჩაასხით ძმარი დაამატეთ მდოგვი და მარილი, კარგად აურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთი და თან ათქვიფეთ. კარტოფილში ჩავასხათ მიღებული მასა, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და დააჭერით ოხრახუში. აურიეთ ყველაფერი და გემრიელად მიირთვით. 4526 9-ს მოსწონს
|