ავტოშოუ Audi-მ Ducati იყიდა 2012, 21 აპრილი, 14:35 დაახლოებით 1 თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ გერმანული მდიდრული ბრენდი აპირებს იტალიური მოტოციკლების მწარმოებელი ბრენდის Ducati Motor Holding S.p.A.-ს შესყიდვას, გუშინ 18 აპრილს კი გერმანელებმა 1 თვის წინ გავრცელებული ინფორმაცია “სისრულეში მოიყვანეს’’ Audi AG-მ Ducati Motor Holding S.p.A.-ს 100 % შეისყიდა (არა ოფიციალური ინფორმაციით Audi-მ 1.1 მილიარდი დოლარი გადაიხადა) ეს კი პირველ რიგში ნიშნავს იმას რომ ავტოინდუსტრიის გერმანული გიგანტი Volkswagen Group მოტოციკლების ბაზარზეც შევიდა, Volkswagen Group რომელიც ფლობს შემდეგ ბრენდებს: Audi AG, Porsche Automobil Holding SE, Volkswagen, SEAT S.A, Škoda Auto, Scania AB, MAN SE, Bentley Motors Limited, Automobili Lamborghini S.p.A, Bugatti Automobiles S.A.S, Italdesign-Giugiaro S.p.A და ახლა უკვე Ducati Motor Holding S.p.A.-ც. 78 3-ს მოსწონს
|