შოუბიზნესი ელტონ ჯონმა სასტუმროში თავისი სათვალეებისთვის ნომერი შეუკვეთა 2013, 20 მარტი, 10:05 მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავები კონცერტის ორგანიზატორებს აოგნებენ თავიანთი მოთხოვნებით.
ელტონ ჯონმა, რომელიც იმყოფებოდა ბრაზილიაში გასტროლებზე, მოსთხოვა კონცერტის ორგანიზატორებს, რომ ცალკე ნომერი გამოეყოთ მისი სათვალეებისთვის და გარდა ამისა ასევე მოითხოვა რომ ნომერში შეენარჩუნებინათ გარკვეული ტემპერატურა +16 გრადუსი. ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალი ძალიან ერთგულია და სათუთად ექცევა თავისი აქსესუარების კოლექციას.
გარდა ამისა მომღერალმა მოითხოვა, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო საერთაშორისო სატელეფონო ხაზები და საკაბელო ტელევიზია, რომელზედაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო სპორტული არხები.
მომღერალმა მოითხოვა, რომ ნომერში მას ჰქონოდა გაზიანი სასმელი San Pellegrino- 5 დიდი და 12 პატარა ბოთლი და 8 პატარა ბოთლი ფრანგული გაზიანი სასმელი Evian-ი. ასევე ითხოვა 4 ბოთლი წვენი, რძე და ორი ბოთლი ღვინო Pinot Grigio. რაც შეეხებოდა საკვებს, ელტონ ჯონმა უპირატესობა ბრაზილიურ ნაციონალურ სამზარეულოს მიანიჭა. მომღერლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არანაირი ექსტრაორდინალური მოთხოვნები არ ჰქონია ელტონ ჯონს: "ის არც თუ ისეთი ექსცენტრულია. ყველა მისი მოთხოვნა მოტივირებულია. ელტონ ჯონი ზოგადად ძალიან დისციპლინირებული შემსრულებელია." ბრაზილიაში გამართულ მის კონცერტებზე ბილეთების ღირებულება 1000$ აღწევდა. საერთოდაც, ელტონ ჯონი ცნობილია სასტუმროს წარმომადგენლებისთვის თავისი არაორდინალური შეკვეთებით. ერთხელ მან მოითხოვა, რომ სასტუმროს ნომერში ყოფილიყო საგარდერობო 10 ადამიანისთვის დასაჯდომი ადგილით. 39 3-ს მოსწონს |
მაგარი კაცი ყოფილა