x
image
დათო ნებიერიძე
სამარხვო პიცის მარტივი რეცეპტი

image


გამარჯობათ !
ვინაიდან და რადგანაც 18 მარტს დაიწყო მარხვა, მინდა შემოგთავაზოთ უბრალო, მარტივი და გემრიელი იტალიური სამარხვო პიცისა, სახელად "მარგარიტა".

ინგრედიენტები:image

ცომისათვის:
300 გ ფქვილი
0.5 ჩ.კ. მარილი
10 გ საფუარი (დროჟი)
125 მლ. თბილი წყალი
1 მ.კ. ზეითუნის ზეთი
გამხმარი ბაზილიკი

გულისათვის ("ნაჩინკა"):
2 წითელი ხახვი
3-4 პომიდორი
ტომატ-პასტა
0.5 ჩ.კ. კურკუმი
1 ჩ.კ. გამხმარი ოხრახუში
სოიოს მაიონეზი
0.3 ჩ.კ. შავი წიწაკა ("პილპილი")
ნედლი ბაზილიკი


მომზადება:
1. ცომი ძალიან ადვილად მზადდება, უბრალოდ უნდა შევურიოთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი შემდეგ დავამატოთ ცოტაოდენი თბილი წყალი და ფქვილი და მოვზილოთ.

2. მზა ცომი გავაბრტყელოთ, მივცეთ მრგვალი ფორმა და წავუსვათ ზეითუნის ზეთი.

3. შემდეგ ცომი ვატრიალოთ წერეზე და გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე.

4. წავუსვათ ცომს ტომატ-პასტა.

5. ზემოდან ლამაზად დავაწყოთ მრგვალად დაჭრილი ხახვი, შემდეგ კი პომიდორი.

6. წავუსვათ სოიოს მაიონეზი.

7. ავურიოთ კურკუმი, ოხრახუში და წიწაკა და მოვაყაროთ "პიცას" ზევიდან.

8. შევდოთ პიცა გახურებულ ღუმელში 10-20 წუთით. როდესაც პიცა მზად იქნება მოვრთოთ ნედლი ბაზილიკით.

სულ ეს იყო, გემრიელად მიირთვით !

2
4513
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო ნებიერიძე
დათო ნებიერიძე
4513
  
2013, 6 აპრილი, 12:21
ეს მაინტერესებს მეც :D
2013, 26 მარტი, 19:00
ისადა კურკუმი რააა???
0 1 2