წვნიანი კერძები ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი 2012, 16 მარტი, 13:05 მასალად საჭიროა:
ყვავილოვანი კომბოსტო – 1კგ ერბო ან კარაქი – 2ს/კ პურის ფქვილი – 2ს/კ კვერცხი – 2ცალი მარილი – გემოვნების მიხედვით ყვავილოვანი კომბოსტო მოვხარშოთ დაუჭრელად. კარგად მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ, ნახარში წყალი კი შევაზავოთ ერბოში მოშუშული ფქვილით. შევდგათ ისევ ცეცხლე და ერთხელ წამოვადუღოთ. სუფრაზე მიტანის წინ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ კარგად ათქვეფილი კვერცხის გული. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო კი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ისევ სუპში. სუპი შეგვიძლია კვერცხის გულის მაგიერ არაჟნით ან გათქვეფილი მაწვნით შევაზავოთ. 3044 4-ს მოსწონს
|