საქართველო ვისთვის როგორ? 2013, 19 მარტი, 20:24 ქართულ პოლიტიკა ამა თუ იმ მიზეზების გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. უმეტეს ქვეყნებში პოლიტიკაში ისე აქტიურად, როგორც ქართველი მოსახლეობაა ჩართული ამგვარად არ არიან. მიზეზებით ალბათ ბევრია და მათს შორის კარგი პოლიტის გატარებაც. გლეხები ყველაზე დაზარალებულები არიან, როგორც წესი, მაგრამ როცა არჩევნების ბედი წყდება და ამა თუ იმ კანდიდატების გამარჯვების საკითხი დგება, სწორედ ეს გლეხები ამბობენ მთავარ სიტყვას. პოლიტიკაში ზოგიერთი სახე უფრო გამოკვეთილია, ზოგი კი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. დღევანდელ გადასახედებიდან ყოფილი ხელისუფლების მთავარი სახეები ყველაზე ხშირად ჩნდებიან ტელეეკრანების წინაშე და თან მაღალ ფარდოვანი სიტყვებით გვაწონებენ თავს. ახალი მთავრობის წარმომადგენლები კი უფრო თავშეკავებულ ტაქტიკას იყენებენ. ზოგჯერ კოაჰაბიტაციონობანასაც კი თამაშობენ, ზოგჯერ კი ხელჩართულ ბრძოლაში გადადიან. მოკლედ, სანამ მათ შორის ჰარმონია დამყავრდება გლეხებს ვინ მიხედავს? მე მაგალითად უკვე ვგრძნობ თუ ვინ როგორ გვეხმარება. არჩევნების შემდგომ ხალხს შიშის სინდრომი ეხსნება, რომ თითოეულ სიტყვას ზედმეტად არ მოუფრთხილდნენ და საკუთარი აზრი საჭირო დროსა და ადგილას დააფიქსირონ. სასოფლო სამუშაოები დაიწყო, მედიცინა ვითარდება და აღარ გვეშინია რომ უთანხობა სიცოცხლეს მოგვისპობს, სწავლის საკითხით კი გადაიხედა და ბევრი სხვა. მე არ ვამბობ ეს ვისი ბრალია მაგრამ ამოსუნთქვა იგრძნო გლეხმა. 9 2-ს მოსწონს 1-ს არა
|