ქალი და მამაკაცი რას ფიქრობენ სტუდენტები სექსზე 2012, 21 აპრილი, 10:36
კვლევაში მონაწილეობდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების 3000-მდე სტუდენტი. შდეგებმა აჩვენეს, რომ სექსუალური გამოცდილების მქონე სტუდენტების 13.3%-ს პირველი სექსუალური კონტაქტი 15 წლამდე ასაკში ჰქონდა, 15-დან 20 წლამდე ასაკში 78.2%-ს, ხოლო დანარჩენ 8.5%-ს პირველი სექსი 20 წლის ზემოთ ასაკში ჰქონდა. ამასთანავე, გოგონებიც და ვაჟებიც პირველ პარტნიორად ასაკით უფროსს ირჩევენ, როგორც სექსში უფრო გამოცდილს. გამოკითხული 3000 სტუდენტიდან ბიჭების 91.4% და გოგონების 15.1% ამბობს, რომ სექსუალური კონტაქტი ჰქონია თუნდაც ერთხელ. მნიშვნელოვანი განსხვავებები დაფიქსირდა სქესის მიხედვით: სექსუალური გამოცდილების მქონე გოგონებიდან 72.9%-ს კონტაქტი ჰქონდა მეუღლესთან, 20.6%-ს მეგობართან, მხოლოდ 2.5%-ს ჰქონდა სექსი “სხვასთან“. ბიჭებში საპირისპირო სიტუაციაა: მხოლოდ 3.3%-ს ჰქონდა სექსი ცოლთნ, დანარჩენს ან მეგობართან ან სხვასთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვლევი საკითხი ინფორმაციის წყარო იყო, ანუ საიდან მიიღეს სტუდენტებმა ინფორმაცია ჯანსაღი სექსის შესახებ, სტუდენტების 90% თქმით ეს მოხდა ინტერნეტის დახმარებით. 282 1-ს მოსწონს
|