x
image
თამარი555
ათი დიდებული ქალბატონი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო



ამ ქალბატონების სახელი ყველასათვის ცნობილია. მათზე ლეგენდები დადის, მათ შესახებ წიგნები იწერება, იღებენ ფილმებს. მათი სულიერი ძალა, სილამაზე და არაჩვეულებრივი სიმამაცე მათ დაეხმარა მოსაწყენ, საყოველთაოდ მიღებულ მსოფლიო წესებზე მაღლა დამდგარიყვნენ იქ სადაც მამაკაცები ბატონობდნენ.



image


1. კლეოპატრა



უკვე ორი ათასწლეულია, რაც არ წყდება ვნებანი გამოჩენილი დედოფლის გარშემო, რომელიც ერთ-ერთ ოდიოზურ ფიგურადაა ცნობილი ისტორიაში.

კლეოპატრა VII ფილოპატრა იყო უკანასკნელი დედოფალი ძველ ეგვიპტეში. სუსტი და უუნარო მეფეების პერიოდის შემდეგ, ბოლოს ეგვიპტეს მოევლინა ძლიერი მმართველი. კლეოპატრა მაშინ მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც ეგვიპტის დიდების ვარსკვლავი პრაქტიკულად ძირს ეშვებოდა. იმ დროს მსოფლიოში გადამწყვეტ როლს რომის იმპერია თამაშობდა. რომელმაც დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოები და თავის პროვინციად აქცია. კლეოპატრა იყენებდა ყველა შესაძლებლობას და იბრძოდა თავისი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.


2. მშვენიერი ელენე



image


მრავალ კურტიზან ქალთა შორის პირველი ადგილი უდაოდ მიეკუთვნება მშვენიერ ელენეს__ატრიდა მენელაიას მეუღლეს, ქალი, რომლის დასაუფლებლად ტროას ომი გაჩაღდა. იგი ისეთი ახალგაზრდა იყო, რომ ეს ყველაფერი მის ფსიქიკაზეც აისახა, მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე.



3.ჟანა დარკი



image


ჟანა დარკი__ ყველაზე გამოყენილი ფიგურაა ასწლიან ომში(1337-1353). ფრანგი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ “ორლეანელი ღვთიშობლის" სახე ემსახურებოდა, როგორც ფსიქოლოგიური იარაღი საფრანგეთს, ომში ინგლისის წინააღმდეგ .



4. ინდირა განდი




image












თავისი ქვეყნის ისტორიაში, ინდირა განდი შევიდა, არა მხოლოდ იმიტომ რომ ის წლების მანძილზე სათავეში ედგა ინდოეთის ხელისუფლებას. იგი იყო ჭკვიანი და ენერგიული პოლიტიკოსი, მან ბევრი რამ გააკეთა სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტის გასამყარებლად. უდგა რა სათავეში ინდოეთის არ გაერთიანებას საომარ ბლოკებში. დღეს მის სახელს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიებენ ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში.



5.ელისაბედ II



image


იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, იწყება და მთავრდება ომები, ინგრევა იმპერიები, და რუკაზე ჩნდებიან ახალი სახელმწიფოები. მხოლოდ ბრიტანეთის მეფე და დედოფალია ურყევი...


6.მარგარეტ ტეტჩერიimage


პრემიერ- მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თერთმეტ წლიანი მმართველობის დროს, ბრიტანეთის ეკონომიკის საშუალო ტემპები სამჯერ მეტად იქნა გაზრდილი, ვიდრე წინა ათწლეულების მანძილზე. და გახდა ყველაზე მაღალი სხვა მსხვილ სამრეწველო ქვეყნებს შორის, იაპონიის გარდა. დიდ ბრიტანეთმა მიაღწია სტრუქტურულ გარდაქმნას და ეკონომიკის მოდერნიზაციას.

იგი “რკინის ლედის " სახელითაა ცნობილი ისტორიაში.


7. დედა ტერეზა




image


დედა ტერეზას ქველმოქმედებისა და ჰუმანურობის მასშტაბები ძალიან შთამბეჭდავია. ქალი, რომელმაც არაფრისაგან, საკუთარ სიკეთისა და ენთუზიაზმზე დაყრდნობით დაარსა ქველმოქმედების კონგრეგაცია. ახლა ეს ორგანიზაცია დაახლოებით 300000 წევრს ითვლის მსოფლიოს 80 ქვეყანაში. ესაა გლობალური არხები საბავშვო სახლების, ინტერნატების, საავადმყოფოების და მოხუცებულთა სახლების. მხოლოდ ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს ერთდროულად 10000 ადამიანი.



8. პრინცესა დიანა



image



უელსის პრინცესა დიანა__ქალი, რომელიც სიკვდილმაც ვერ დააშორა იგი ხალხის უდიდესი სიყვარულისაგან!



9. კოკო შანელი



image



გაბრიელ ბონერ- შანელი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა 20- იანი წლების მოდის ისტორიაში. მან ქალის მოდას რევოლუციური ცვლილებები მიანიჭა. მოკლე თმა, შარვალი_კლეტი, და მისი ცნობილი “ვიწრო შავი კაბა". აგრეთვე კოკო შანელმა შექმნა პარფიუმი “ შანელ N5".



10.მერლინ მონრო




image


ქალი, რომელიც ცხოვრებიდან გაურკვევლად წავიდა..., 30 წელია გასული მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ მეხსიერება მის შესახებ ამტკიცებს რომ ის იყო დიდი მოვლენა კინოს ისტორიაში, როგორც ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და სექსუალური ქალი.

12
406
13-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
406
  
2013, 25 მარტი, 12:12
რატომღაც მეგონა თამარ მეფეს ამოვიკითხავდი ამ ჩამონათვალში.
2013, 19 მარტი, 17:41
ნამდვილად ასეა.:)))))))))))))))
2013, 19 მარტი, 17:05
მშვენიერ ელენეზე მომეწონა :D :D არაა რაა ეს ელენები როგორი ლამაზები ვართ :D :D
2013, 19 მარტი, 15:47
გასაგებია.
2013, 19 მარტი, 15:45
კი მან ნამდვილად დიდი როლი ითამაშა კინომატოგრაფიაში:))მე ის ვიგულისხმე,რომ სათაურს ის არ შეეფერებოდა:)
2013, 19 მარტი, 15:41
შეიძლება მართალი ხართ. მაგრამ მონროს მნიშვნელობა ვიგულისხმე კინემატოგრაფიის ისტორიაში.
2013, 19 მარტი, 15:29
ეს ყველაფერი კაია ნამდვილად ბევრი გიშრომია და ბევრიც ვისიამოვნე სტატიით..რისთვისაც მადლობას გიხდი შენ:)მაგრამ ერთი რამ. არ მესმის..მერლინ მონრო ჩემი აზრით არაფერ შუაში არაა:)აქ მხოლოდ მევრძოლ ქალებზეა ლაპარაკი,რომლებმაც შეცვალეს თავიანთი ქვეყნის ისტორია:)რომლებიც დაუღალავად იბრძოდნენ..ლოგიკირად რო იმსჯელო მერლინ მონრო არაფერ შუაშია:)ეგრე არანაკლები იყო ოდრი ჰეპბერნი,გრეის კელი და ასე შემდეგ:)
2013, 19 მარტი, 10:28
დიდი მადლობა.
2013, 19 მარტი, 2:15
ძალიან კარგი სტატიაა, წარმატებებს გისურვებთ :)))
2013, 18 მარტი, 22:09
უნდა ეწეროს 50-ზე მეტი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10