მუსიკა არ გაჩერდე მეგობარო, გააგრძელე დაკვრა! 2013, 17 მარტი, 20:33 ერთხელ დედამ თავისი პატარა ბიჭი გამოჩენილი მუსიკოსის კონცერტზე წაიყვანა, რომ ამ ხერხით დაეინტერესებინა ბავშვი მუსიკისადმი. მან ბავშვი დარბაზში დასვა, თვითონ კი ნაცნობი დაინახა და მივიდა მასთან მისასალმებლად. მაგრამ ბიჭი, რომელიც პირველად იყო საკონცერტო დარბაზში, ვერ გაჩერდა თავის ადგილზე და წავიდა დარბაზის დასათვალიერებლად. მან დაინახა წარწერა კარებზე: “ შესვლა აკრძალულია", და ის პირდაპირ ამ კარში შევიდა. ზუსტად იმ დროს დარბაზში შუქი ჩაქრა. დედამ სასწრაფოდ მიირბინა თავის ადგილას, მაგრამ ბავშვი იქ აღარ დახვდა. მოულოდნელად ფარდა გაიხსნა და პროჟექტორების შუქმა სცენა გაანათა. როიალთან პატარა ბიჭუნა იჯდა და ბავშვურად უკრავდა მელოდიას. ზუსტად ამ დროს პროფესიონალი მუსიკოსი მივიდა ბიჭუნასთან და უთხრა მას: “არ გაჩერდე მეგობარო, გააგრძელე დაკვრა." თვითონ კი ფრთხილად დაიხარა და მარცხენა ხელით გააგრძელა ბასის პარტიის გაგრძელება. შემდეგ მისი მარჯვენა ხელი დაეშვა კლავიატურაზე, ბავშვის მეორე მხრიდან, და მან დაამატა რამდენიმე ცოცხალი აკორდი. დარბაზში მჯდომი პუბლიკა ძალიან მოიხიბლა და აპლოდისმენტებით შეამკო მაესტრო იმისათვის რომ მან შეძლო უხერხული სიტუაცია გადაექცია სასწაულ იმპროვიზაციად. ..და რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში, ღმერთი ყოველთვის ჩაგვჩურჩულებს ჩვენ: “ არ გაჩერდე მეგობარო, გააგრძელე დაკვრა!." 40 3-ს მოსწონს
|