არქიტექტურა ყველაზე ვიწრო სახლი მსოფლიოში 2013, 17 მარტი, 19:04 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ვიწრო სახლს მსოფლიოში. პოლონელმა არქიტექორმა იაკუბ ჩესნიმ შეიმუშავა ყველაზე ვიწრო სახლის პროექტი, მისი სიგანე 1, 5 მეტრია. არქიტექტორმა ეს საცხოვრებელი სახლი, რომელსაც House Tours უწოდა, მოათავსა ვარშავაში მდებარე ორ, მაღალ შენობას შორის. ცნობილი ებრაელი მწერალი ედგარ კერეტი სიმბოლურად ითვლება ამ პროექტის მფარველად, ამიტომ პირველად სწორედ მას გადაეცემა ამ უნიკალური საცხოვრებლის გასაღები. მწერალი ერთ თვეს ახალ სახლში იცხოვრებს, შემდეგ კი არტ-სტუდიად გადააქცევს, რომელიც ღია იქნება ყველა შემოქმედი ადმიანისთვის, მსოფლიოს დიზანიერებისა და მხატვრებისთვის. ნოვატორული ინსტალიციის შექმნის იდეა ავტორს სწორედ მაშინ დაებადა, როდესაც დაინახა ძალიან ვიწრო, არაფრით შევსებული ადგილი ორ მაღალ შენობას შორის. აქ არის საძინებელი, აბაზანა და სამზარეულო, რომელიც ორ სართულზეა განლაგებული და ერთმანეთს შვედური კიბით უერთდება. ამ უნიკალური ბინის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ადგილი არაა ავეჯისთვის და ნივთების შესანახად, ამიტომ მოცემული კონცეფტი შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც საინტერესო ექსპერიმენტი და უნიკალური ინსტალაცია, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწება. 69 17-ს მოსწონს
|