x
image
Silencer
რა არის ვაქცინაცია?

image

აქცინაცია - ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის მომზადება რაიმე დაავადების საწინააღმდეგოდ. ამ მიზნით, ორგანიზმში შეყავთ სითხე, რომელიც ადამიანს ეხმარება დამატებითი რეაქციის გამომუშავებაში ამ კონკრეტული დაავადებისთვის. შედეგად, ორგანიზმში ჩნდება

ანტისხეულები, რომლებიც ანადგურებენ ინფექციას. ეს ანტისხეულები სისხლში შეიძლება დროებით დარჩეს, შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
1796 წელს ინგლისელმა მეცნიერმა, ედვარდ ჯენერმა, შეამჩნია, რომ ფერმერები არ ავადდებოდნენ ნამდვილი ყვავილით, რადგან მათ გადატანილი ჰქონდათ მსუბუქი, საქონლისგან გადმოდებული ყვავილი და მათ ორგანიზმს გამომუშავებული ჰქონდა იმუნიტეტი ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ამის შემდეგ ჯენერმა თავის ბავშვებს მცირე რაოდენობის ყვავილის ინფექცია შეუყვანა, რომელიც მან დაავადებული საქონლისგან მიიღო და არ იყო საშიში. ამით მან ბავშვები
ნამდვილი ყვავილისგან დაიცვა.

მე-18 საუკუნეში ცოფი საკმაოდ გავრცელებული დაავადება იყო. ის ადამიანებს ავადმყოფი ცხოველებისგან ედებოდა და ბევრი სიცოცხლეც მიქონდა. 1835 წელს ლუი პასტერმა შეძლო პრევენციული წამლის დამზადება, რომელიც პირველად თავის თავზე გამოსცადა.
ვაქცინების დამზადების სხვადასხვა საშუალებები არსებობს. მაგალითად, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია(შემუშავებულია კალმეტისა და გერინის მიერ 1928 წელს) მდგომარეობს ორგანიზმში უვნებელი ბაქტერიების შეყვანაში. შედეგად ორგანიზმი იღებს უნარს, ებრძოლოს ინფექციას. ვაქცინაციის დახმარებით დღესდღეობით ბევრი სასიკვდილო დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი.

0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:Silencer
Silencer
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0