სვანმა ფული იპოვა, დათვალა და გაბრაზდა:
– აკლია, ამის დედაც…
***
სვანი ეკლესიაში შედის. იქვე მდგომი ქალი სანთელს აწვდის:
– აჰა, შვილო, სანთელი.
– არა, გმადლობ, ფანარი მაქვს.
***
სვანი თევზაობს და ჭიაყელები გამოელევა… ადგება ქაღალდზე დაწერს- “ჭიაყელა” და ანკეს გამოაბამს… ცოტა ხანში ანკესს ამოიღებს და ქაღალდზე დახვდება წარწერა-”თევზი”
***
სვანი ცოლს მოიყვანს და როცა განმარტოვდებიან ეკითხება:
– ქალწული ხარ?
– არა-პასუხობს ცოლი.
ამოიღებს სვანი ხანჯალს და მოუქნევს…
ქალი კვდება და განწირული ხმით ამბობს:
– თხის რქა ვარ. . .
***
სვანს სუნთქვა დაავიწყდება და მოკვდება.
***
სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი… სვანი უყვირის.
– როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?
– არა!
– ფეხი ხო არ მოიტეხე?
– არა!
– აბა, რა მოიტეხე?
– დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!
***
სვანი ფენს შარვალს, გადაუვარდება აივნიდან და იტყვის – კიდე კაი ზედ არ მეცვაო.
***
სვანი მივა იარაღების მაღაზიაში და ეუბნება:
–მოღუნული თოფი გააქვთ?
–რათ გინდა??
– პავაროტში კაცი უნდა მოვკლაოო !
***
დიალოგი ორ სვან ქალს შორის :
-გაიგე გუშინ მახოს თავი მოუკლია?
-ისევ?
-ხო!აგერ მოდის არ გაგვიგოს თორე მოგვკლავს
***
სვანს ფეხსაცმელი მოუჭერს და ტკივილგამაყუჩებელს დალევს
***
სვანს თავის მოკვლა უნდა და შეუვარდება ერთ მანქანს ბორბლებში და არ მოკვდება. მერე შეუვარდება მეორეს მაგრამ არც ეხლა მოკვდება, მესამესაც შეუვარდება და მაშინაც არ მოკვდება და ბოლოს მოიფიქრებს რომ მოძრავ მანქანას შეუვარდეს…
***
სვანი მიდის მივლინებაში და თავის შვილს აბარებს:
- შვილო დედაშენთან რამდენი კაციც მოვა
იმდენი ლურსმანი დაარჭე კარებსო.
2 თვეში მამა ბრუნდება, კარებზეა 2 ლურსმანი და შვილს ეკითხება
- რა არის შვილო მარტო 2 კაცი მოვიდაო?
- რას ამბობ მამა 2 კარები უკვე გამოვცვალეო
***
სვანს და მოუკვდება, ადგება და სიძეს მოკლავს.
სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება რატო მოკალი შენი სიძეო?
სვანმა უპასუხა, და აღარ მყავს და სიძე რა ჩემ ფეხებად მინდაო
***
ორი სვანი ცხენებს იყიდიან და ფიქრობენ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგანო. ერთი ეტყვის მეორეს: -მოდი კუდები დავაჭრათო. დააჭრიან ორივე ცხენს კუდს და მაინც ვერ არჩევენ. მარჯვენა ყურებსაც მოაჭრიან, მერე მარცხენას, ცხენები ისევ ერთნაირია. ბოლოს ერთი იტყვის: -მოდი, მაშინ თეთრი შენი იყოს და შავი – ჩემიო…
***
სვანი ზის კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე და წიგნს კითხულობს. ჰკითხეს:
– აქ რატომ კითხულობ?
– უმაღლესი განათლება უნდა მივიღო.
***
-რას ნიშნავს როცა კომპიუტერთან ჩუსტები აწყვია?
- ესე იგი, სვანი ინტერნეტშია შესული.
***
სვანი ოქროს თევზს დაიჭერს და დაალომბარდებს.
***
სვანები 99-ე სართულზე ფეხბურთს თამაშობენ და ბურთი გადაუვარდებათ. ყველანი კიბით ჩავლენ ამოსატანად. სახურავზე მარტო ერთი სვანი დარჩება, რომელიც პირდაპირ გადახტება და ასფალტს დაენარცხება. კიბით ჩასულები მისცვივდებიან მიცვალებულს და
ურტყამენ, რაც ძალა და ღონე აქვთ:
მოკლე გზა თუ იცოდი, ჩვენ რატომ არ გვასწავლეო?!
***
სვანი თინეიჯერის დღიურიდან: “ამ შაბათს მაგარი პონტი გაიჩითა სახლში მარტო დავრჩი და დაიწყო თავბრუდამხვევი სიტუაცია, მაგარი ზმანები, თეთრი ფხვნილი…. მაგრამ მერე მშობლები მოვიდნენ და სარეცხი მანქანიდან ამომიყვანეს.”
***
სვანი ეკითხება თავის ცოლს:
-ყველას ესეთები რატო ვგონივართ? (და მაგიდაზე აკაკუნებს?)
ცოლი: -აკაკუნებენ
სვანი: -იჯექი მე გავაღებ
***
სვანი არჩევნებზე ფარგალს წაიღებს შემოსახაზად…
***
სვანს ოპერაციას გაუკეთებენ თავზე, ქალას ახდიან, შიგ ძაფია გაბმული: “ამ ძაფს აქ რა უნდა?!” გაიფიქრებს ექიმი და გადაჭრის. სვანს ყურები დასცვივდება.
***
სვანი ინტერნეტში შევა და ანტივირუსი მოკლავს.
***
სამი სვანი დამალობანას თამაშობდა… სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
***
სვანი უფროსი მდივანს აძლევს ორ ქაღალდს:
– ეს ორიგინალია, ეს ქსეროკოპია, შეადარე, შეცდომა არსად იყოს გაპარული.
***
სვანი იჩხუბებს მამამისთან და წავა სახლიდან. რამოდენიმე თვეში მოსდის წერილი, გახსნის და ცარიელი ფურცელია. მამა:-კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი
***
სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
- რა გაცინებს?
- ის ორი მე მაცილებდა!
***
სვანი სახლში ახალ ავეჯს დგავდა ძველს კი ფანჯრიდან ჰყრიდა. მეზობელი ეუბნება:
- ვინმეს არ დაეცეს, სანამ გადააგდებ დაიყვირე მაინც.
სვანმა უპასუხა:
- მე რა მაქვს საყვირელი. ვისაც დაეცემა იმან იყვიროს.
***
სვანი ვეფხისტყაოსანს ზეპირად ისწავლის და ხელზე ჯვარს დაისვავს არ დამავიწყდესო
***
სვანი წყალში თევზს ახრჩობდა.
***
სვანი ჩავარდება ორმოში, წვალობს წვალობს და ვერ ამოდის. დაიღალა და დაჯდა. რომ დაისვენა ასე თქვა:
- ერთხელ კიდე ვცდი და თუ ვერ ავედი მერე სახლში წავალო
***
სვანი ურეკავს შეყვარებულს, დღეს ჩემთან არავინ არ იქნება და ამოდიო.მივა შეყვარებული და მართლა არავინ დახვდება სახლში.