ქალი და მამაკაცი როგორ დავკარგე ქალიშვილობა ( ჩემი აღიარება ) 2012, 21 აპრილი, 0:23 რატომ ვწერ ამდენს სექსზე?
ჰმ................... გრძელი ისტორიაა. თუმცა საკმარისი დრო მაქვს მოსაყოლად და დასაწერად. თქვენ ალბათ გაინტერესებთ როგორ დავკარგე ქალიშვილობა, სიამოვნებით მოგიყვებით იმ ღამეზე, კი არადა საღამოზე. თუ რაც იყო . ეს მოხდა დაახლოებით 2 წლის წინ.
იმედია საკმარისი დავწერე რათა სტატის იმ ნაწილს, რომელიც მთავარ გვერდზე ჩანს შემოეტყუებინეთ. თქვენ ოდესმე დაფიქრებულხართ რატომ შეიძლება გაინტერესებდეთ ჩემი ქალიშვილობის დაკარგვის ისტორია იმაზე მეტად ვიდრე ის რომ საქართველოში აბორტთა რიცხვი კატასტროფულია? თუ თქვენ გგონიათ თქვენ ეს არასდროს დაგემართებათ..... შორენა ბეგაშვილის ფლეიბოისთვის გახდაზე მეტად რატომ არ გაინტერესებს სტატია რომელმაც შეიძლება რამე ''მოგცეს'' და შენ ინტელექტს და აზროვნებას რაგაც შესძინოს? რატომ აჭერ მომენტალურად სტატიას, სადაც სექსი არის ნახსენები? მე ბევრი '''რატომ''' მაწუხებს ზოგადად და არ შეიმჩნიოთ. გასაგებია რომ სექსში საქართველოს გვიჭირს, მაგრამ ეს არაა იმის მიზეზი რომ დავივიწყოთ ის, რასაც ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ როგორც საზოგადოების წევრები. ხო, კარგი გრძნობა იყო პირველი ღამე 2909 20-ს მოსწონს 9-ს არა
|