x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134654
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508852
სიმულატორები
სიმულატორები ნივთიერებებია, რომლებიც ნერვულ სისტემაში აგზნების პროცესებს აძლიერებს. ზოგი მათგანი აცეტილქოლინის რეცეპტორს უკავშირდება და ასე იწვევს ნეირონის გააქტივებას, ზოგი დოფამინის გამოთავისუფლებას უწყობს ხელს აქსონის დაბოლოებიდან. სიმულატორების ზემოქმედებით ძლიერდება გულის შეკუმშვა, იზრდება მისი სიხშირე და არტერიული წნევა, ვიწროვდება სისხლძარღვები. ზოგიერთ ნეიროსტიმულატორს ექიმები ჭარბი წონის ადამიანებს უნისჰნავენ, მათი ფიზიკური გააქტივების მიზნით. ეს პრეპარატები ამცირებს მადას, იწვევს ენერგიის მომატებას, თავისუფლების შეგრძნებას. სტიმულატორები უძილობასაც იწვევს, ამიტომ მას ადამიანები ხშირად მაშინ ღებულობენ, როდესაც ღამის კლუბში სამუშაო აქვთ

ექსტაზი "ექატაზი", რომელსაც ფართოდ მოიხმარენ სხვადასხვა გასართობ დაწესებულებაში, სეროტონინის გამოყოფას აძლიერებს და ამიტომ ძლიერი მასტიმულირებელი ეფექტი აქვს-ადამიანს შეუძლია მთელი ღამე იცეკვოს და იყოს აქტიური, თუმცა, დადასტურებულია, რომ მისი ხანგრძლივი გამოყენებისას ნეირონებს შორის კავშირების რიცხვი მკვეთრად კლებულობს, რასაც მეხსიერების გაუარესება მოჰყვება.

"ექსტაზის" გამოყენება საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა და გულის პრობლემები აქვთ.


ნივთიერებათა ამ ჯგუფს მიეკუთვნება ნიკოტინი, რომელსაც თამბაქო შეიცავს და კოფეინი, რომელიც დიდი რაოდენობითაა ჩაიში, ყავაში, შოკოლადში.

ნიკოტინი

ყავანერვულ სისტემაზე მოქმედ ზოგიერთ სხვა ნივთიერებათა მსგავსად, სტიმულატორებს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს; თუ ადამიანი მათ დიდი ხნის მანძილზე ღებულობს, მასზე დამოკიდებული ხდება. ნივთიერებასა და წამლისადმი ორგვარი დამოკიდებულება არსებოსბ- ფსიქოლოგიური და ფიზიკური. ფსიქოლოიური დამოკიდებულება ნივთიერებისადმი ემოციური დამოკიდებულებაა. მაგალითად, ადამიანს ახარებს და სიამოვნებს შოკოლადის ჭამა. ფიზიკური დამოკიდებულება კი ფიზიოლოგიური დამოკიდებულებაა. ამ დროს ორგანიზმი აუცილებლად "მოითხოვს" ნივთიერებას და თუ მისი მიწოდება შეწყდა, თავს იჩენს უამრავი სხვადასხვაგვარი უსიამოვნო და ზოგჯერ სერიოზული პრობლემა. მაგალითად, ამა თუ იმ ნივთიერების ან წამლის გარეშე ადამიანი ვერ იძინებს, აქვს ტაქიკარდია, გულისრევა, ფსიქიკური პრობლემები

ცნობილია, რომ თუ ადამიანი ხანგრძლივი დროის მანძილზე ყოველდღიურად 5-6 ჭიქა ყავას მოიხმარდა და რაიმე მიზეზის გამო შეწყვიტა ყავის სმა, მას თავის ტკივილი ეწყება. ეს იმიტომ ხდება, რომ კოფეინი თავის ტვინის სისხლძარღვებს ავიწროებს. ყავის სმის შეწყვეტისას, ტვინის სისხლძარღვები ადამიანისთვის უჩვეულოდ ფართოვდება და ტკივილი სწორედ ამითაა გამოწვეული.

1
473
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ხურცია
ლალი ხურცია
473
  
2013, 16 მარტი, 17:19
სათაურში შეცდომაა. უნდა ეწეროს- სტიმულატორები )))
0 1 1