x
სირიაში 3 წლის გოგო და 5 წლის ბიჭი დააქორწინეს

imageამ დღეებში სირიის ქალაქ ჰომსში, დამასკოდან 180 კილომეტრში, შედგა 3 წლის გალასა და ხუთი წლის ჰალიდის ქორწილი. შესაძლოა, ეს პირველი წყვილი იყოს მსოფლიოში, რომელიც საკუთარი ნებით შეუღლდა ასეთ მცირეწლოვან ასაკში.
როგორც სააგენტო „Gulf News“ იუწყება, ჰალიდმა და გალამ ერთმანეთი გაიცნეს ზღვაზე დასვენებისას; სახლში დაბრუნებულმა ჰალიდმა უარი თქვა საბავშვო ბაღში წასვლაზე გოგონას გარეშე. ჰალიდის დედამ დაურეკა გალას დედას და აღმოჩნდა, რომ გოგონაც მძიმედ განიცდიდა ბიჭთან დაშორებას.
ოჯახებმა გადაწყვიტეს, არ შეწინააღმდეგებოდნენ ბავშვების კავშირს და მათ ქორწილი გადაუხადეს. ჰალიდის მამა პირობას დებს, რომ საკუთარ თავზე აიღებს ორივეს აღზრდა–განათლებისათვის გასაწევ ხარჯებს.

1
1015
5-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
1015
  
2018, 11 ივნისი, 8:22
საგიჟეთია ეგ ქვეყანა არაა. კიდევ კარგი დაინგრა და დედა ეტირა, ახლა თავიდან რომ აშენდება იმედია რამე გამოვიდეს იქიდან და ნორმალური ქვეყანა დადგეს.
0 1 1