ქალი და მამაკაცი როგორი უნდა იყოს ქალსა და მამაკაცს შორის სიმაღლეში განსხვავება? 2013, 15 მარტი, 18:29 ხანდახან სწავლულები კურიოზულ სიტუაციაში იგდებენ თავს, მაგალითად გრონინგემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ იდეალური განსხვავება მამაკაცის და ქალის სიმაღლეს შორის, კვლევაში 50 ათასმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა, როგორც აღმოჩნდა ქალები უფრო იდეალისტები გამოდგნენ, მათი აზრით მამაკაცი მათზე 20 სანტიმეტრით მაღალი მაინც უნდა იყოს, უფრო რეალისტები გამოდგნენ მამაკაცები, მათთვის იდეალური განსხვავება სიმაღლეში საშუალოდ 7.5სმ-ი აღმოჩნდა.გამოკითხვის შედეგების მიხედვით ქალებისთვის იდეალური მამაკაცის სიმაღლეა 1.90-ია, ხოლო ქალების 1.74.ამასთანავე ამერიკელი ფსიქოლოგების დასკვნის მიხედვით მაღალი ადამიანი ხშირად ლიდერის ასოციაციას იწვევს და მათ უფრო ენდობიან. 826 4-ს მოსწონს
|