საქართველო არა სპირიტიზმს, ანუ მიმართვა ბიძინა ივანიშვილს. 2013, 15 მარტი, 17:47 ქართველები ვართ და ტრადიციულად განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ გარდცვლილებს. თქვენ როგორც ჭეშმარიტ მორწმუნეს მტერიც გიყვართ. თქვენი სიყვარული ნათლად გამოჩნდა როცა მათ ორმოცის ნაცვლად ასი დღე გადაუხადეთ, მთელი ქვეყნის დასანახად, პირდაპირ ეთერში. როცა ას დღეზე განაცხადეთ თან დაჟინებით არ მომკვდარან, ცოცხლები არიანო, მე ხატოვან გამოთქმად მივიღე, მაგრამ ვაი, რომ ვცდებოდი. ჩემო ბატონო შეყვარებული ვის არ ყოლია, მაგრამ საფლავში არ ჩაყოლიაო, გაგებული გექნებათ, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ შეეშვათ გარდაცვლილებთან საუბარს. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ამერიკამ და ევროპამ კოჰაბიტაცია მოითხოვეს. სიმართლე გითხრათ ეს ჩემთვის ახალი სიტყვაა და აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს უცხო
132 3-ს მოსწონს 1-ს არა
|