x
image
სანტა-თამო
ირაკლი ალასანიას ბიოგრაფია
image


თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია დაიბადა 1973წლის 21დეკემბერს. დედა-დოდო ანდღულაძე, ბათუმელია. მამა-მამია ალასანია, ზუგდიდელი იყო. ირაკლი ბათუმში დაიბადა, რადგან მამამისი იმ პერიოდში აჭარაში მსახურობდა. 1წლის იყო როცა თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. 5წლისა 55-ე სკოლაში შეიყვანეს, ხოლო მე-3 კლასში 161-ე სკოლაში გადაიყვანეს.

ოჯახის რჩევითა და ქვეყენაში მიმდინარე პროცესებმა გადააწყვეტინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტში ჩაებარებინა. პირველსავე კურსზე მომავალი მეუღლე-ნათია ფანჯიკიძე გაიცნო. პირველი შვილი ნათია 1992წელს, ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში გაუჩნდათ. ამავე წლის 27სექტემბერს მამამისი ბოლოჯერ ნახა ცოცხალი, ის სოხუმში შემოსულმა მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. მე-4 კურსიდან უშიშროების აკადემიაში დაიწყო სწავლა, ეს აფხაზეთის ომმა გადააწყვეტინა, ისევე როგორც პროფესიის არჩევისას. მოკლე ხანი კონტრდაზვერვის სამსახურში მუშაობდა, ამ პერიოდს მეორე შვილის-ეკეტერინეს დაბადება დაემთხვა.

1997წელს ამერიკის სამხედრო სკოლაში გააგრძელა სწავლა, დამთავრებისთანავე რამდენიმე თვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდგომ აშშ-ს, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში მიავლინეს. 2001წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ პანკისის პრობლემის მოგვარებაში ჩართვა შესთავაზა და უშიშროების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2004წელს მცირე ხნით თავდაცვის მინისტრის, შემდგომ კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ იმუშავა. ამავე წლის 28სექტემბერს, აფხაზეთის მთავრობის მეთაური გახდა. შემდეგ გაროში საქართველოს ელჩის პოზიციაზე მუშაობდა.


პირველად ირაკლიმ სააკაშვილს თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 2007წლის 7ნოემბერს აცნობა, თუმცა, სახელმწიფო სამსახურში რჩებოდა გაეროში დევნილების შესახებ რეზოლუციის მიღებამდე. თბილისში დაბრუნებულმა თანამოაზრეებთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატები". 2010წელს ადგილობრივ არჩევნებში, თბილისში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. 2011წელს მისი პარტია შეურთდა კოლაიცია "ქართულ ოცნებას", რომლის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი გახლდათ. 2012წლის ოქტომბერში ის კენჭს იყრიდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, თუმცა, გამარჯვებამ არც აქ აზეიმა. პარტიული სიით ის პარლამენტში მაინც შევიდა. 2013წლის იანვრიდან კი ის თავდაცვის მინისტრია.

0
968
3-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
968
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0