მუსიკა Tbilisi Open Air-ზე ლეგენდარული Deep Purple გამოვა. 2013, 14 მარტი, 18:21 5 ივნისს თბილისში, "დინამო" არენაზე Open Air-ის ფესტივალი გაიმართება, გამოვლენ ჯგუფები Infected Mushroom, Tricky, The Subways, Black Strobe, Modeselektor, Kid Jesus-ი.მთავარი ჰედლაინერი კი ლეგენდარული Deep Purple-იქნება.ინფორმაციის თანახმად ბილეთების ფასი 40 ლარიდან 200 ლარამდე იქნება, ხოლო შეზღუდული VIP ადგილები 250-იდან 500 ლარამდე ეღირება.ბილეთების გაყიდვა 19 მარტიდან დაიწყება, რომლის შეძენაც "დინამო არენას" სალაროებში და biletebi.ge-ზეა შესაძლებელი.ჯგუფის ახალი 19 სტუდიური ალბომი "Now What?!" 8 წლიანი შესვენების შემდეგ 26 აპრილს გამოვა ჯერ ევროპაში, ხოლო 30აპრილს ა.შ.ში, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ტურნე მოჰყვება.ე.წ. "ოქროს შემადგენლობიდან" ჯგუფში დარჩენილია 3 წევრი, იან გილანი, როჯერ გლოვერი და იან პეისი, ჯგუფის დამაარსებელი, კლავიშებზე შემსრულებელი ჯონ ლორდი შარშან სიმსივნით გარდაიცვალა, ხოლო გიტარისტმა რიჩი ბლექმორმა გილანთან კონფლიქტის გამო საბოლოოდ დასტოვა ჯგუფი.ჯგუფის კლავიშებზე შემსრულებელიa დონ ეირი(ექს-Rainbow, Ozzy ousborne)ხოლო გიტარისტია სტივ მორსი(ექს-Kansas) 286 9-ს მოსწონს 1-ს არა
|