x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Tbilisi Open Air-ზე ლეგენდარული Deep Purple გამოვა.

image 5 ივნისს თბილისში, "დინამო" არენაზე Open Air-ის ფესტივალი გაიმართება, გამოვლენ ჯგუფები Infected Mushroom, Tricky, The Subways, Black Strobe, Modeselektor, Kid Jesus-ი.მთავარი ჰედლაინერი კი ლეგენდარული Deep Purple-იქნება.ინფორმაციის თანახმად ბილეთების ფასი 40 ლარიდან 200 ლარამდე იქნება, ხოლო შეზღუდული VIP ადგილები 250-იდან 500 ლარამდე ეღირება.ბილეთების გაყიდვა 19 მარტიდან დაიწყება, რომლის შეძენაც "დინამო არენას" სალაროებში და biletebi.ge-ზეა შესაძლებელი.ჯგუფის ახალი 19 სტუდიური ალბომი "Now What?!" 8 წლიანი შესვენების შემდეგ 26 აპრილს გამოვა ჯერ ევროპაში, ხოლო 30აპრილს ა.შ.ში, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ტურნე მოჰყვება.ე.წ. "ოქროს შემადგენლობიდან" ჯგუფში დარჩენილია 3 წევრი, იან გილანი, როჯერ გლოვერი და იან პეისი, ჯგუფის დამაარსებელი, კლავიშებზე შემსრულებელი ჯონ ლორდი შარშან სიმსივნით გარდაიცვალა, ხოლო გიტარისტმა რიჩი ბლექმორმა გილანთან კონფლიქტის გამო საბოლოოდ დასტოვა ჯგუფი.ჯგუფის კლავიშებზე შემსრულებელიa დონ ეირი(ექს-Rainbow, Ozzy ousborne)ხოლო გიტარისტია სტივ მორსი(ექს-Kansas)image

15
286
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
286
  
2013, 18 მარტი, 15:46
ეგ კი ცნობილი ფაქტია ჩოხაში და ა.შ.
2013, 18 მარტი, 15:45
მარტო ფარფლები ტუ იქნა საათნახევარი მაგას რა ჯობი
2013, 18 მარტი, 15:32
გვეღირსა კარგი ჯგუფი.90-იან წლებშიც იყვნენ ესენი და ვინც არ იცის ვეტყვი,რომ იან გილანმა ჯვარი აქ დაიწერა.
2013, 15 მარტი, 17:45
გეთანხმები.....მაგ ჯგუფის სულისჩამდგმელი ბლეკმორი .იყო.....რაც შეეხება საუნდს როგორ უკრავენ ნახე თუნდაც 2011 წლის კონცერტი იუ ტუბზე შვეიცარიაში,..ძაან მაგარ ფორმაში არიან მაინც კიდე ბევრ ახალგაზრდას ზედ დაჯ.......ვიდეოს რომ ვუყურებ ასე მგონია ცოცხალ კონცერტს ვუსმენ მეთქი..მართლა კონცერტზე რა იქნება......"იმედზე" თქვეს კონცერტი საათნახევარი ან ცოტა მეტი გაგრძელდებაო....
2013, 15 მარტი, 16:17
კონცერტი იქნება სრულად თუ სხვებთან ერთად გამოვლენ ერთი ან ჰა ჰა ორი სიმღერით
2013, 15 მარტი, 16:15
მაგაზე დიდი ამბავია ატეხილი. იმრერებს თუ არა, უფრო ვერ იმღერებს. არადა დედა აღარ ყავს მაგ ჯგუფს . გილანის სახელით როდემდე უნდა ქაჩოს. ლორდი აღარაა, ბლექმორი აღარაა, გილანი დაბერდა, ,მაგრამ წასვლა მაინც ღირს.
2013, 15 მარტი, 14:47
паживьом увидим:))))))
2013, 15 მარტი, 14:43
კარგი აგიხსნი მაშინ,ჯერ ერთი საქართველომ რა დააშავა, მეორე,2 ივნისს პლოვდივში აქვს კონცერტი,მერე თბილისიდან ისლანდიაში მიფრინავენ,შემდეგ გერმანია და მერე საფრანგეთი,გზაში გამოცვლიან შემადგენლობას?
2013, 15 მარტი, 14:36
ყველგან ვიცი რომ არიან სრული შემადგენლობით მაგრამ საქართველო ყველაში არ შედის:)))))
2013, 15 მარტი, 14:35
არავითარ შემთხვევაშიმ არც იფიქრო ეგ....ბოლო წლებში სულ სტაბილური შემდსგენლობითაა და ყვეკგან ასე მოგზაურობს ...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10