სიახლეები ლამბორჯინი Aventador გახდება ეგზოტიკური ლიმუზინი 2013, 14 მარტი, 14:20 ბრიტანელებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ სუპერმანქანა ლიმუზინი და უკვე შექმნეს კიდეც კომპიტერული მოდელი ამ იდეის.
რეალურად ავტომობილი ჯერ შექმნილი არ არის მაგრამ უახლოეს მომავალში გამოჩნდება ლონდონის ქუჩებში. კომპანია Cars For Stars სურს შექმნას ავტომობილი VIP მომხმარებლებისათვის, იტალიური სუპერმანქანის ლამბორჯინის ბაზაზე, მისი 12 ცილინდრიანი ძრავით.
შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მალე გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც მოუნდება ასეთი ავტომობილით სიარული და მზად იქნება გადაიხადოს შესაბამისი თანხაც. როგორც ლიმუზინს შეეფერება სალონში დამონტაჟებულია დიდი პლაზმური მონიტორი, დამატებითი სავარძლები ელექტრონული გათბობით, მაცივარი და პრემიუმ ხარისხის აუდიო სისტემა. ჩვეულებრივი ლამბორჯინი Aventador აღჭურვილია 12 ცილინდრიანი 6.5 ლიტრიანი სპორტული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 700 ცხენის ძალას. ასევე მანქანის 4 თვალი გამწევია და ძრავის სიმძლავრე გადაეცემა 7 სიჩქარიანი რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფით. ის 100 კილომეტრ-საათ სიჩქარეს 2.9 წამში ანვითარებს და მაქსიმალური სიჩქარე ელქტრონულად არის შეზღუდული 350 კილომეტრ-საათზე. ახალი ლიმუზინის ტექნიკური მონაცემები ჯერ უცნობია, მაგრამ შემქმნელები გვპირდებიან რომ ეს მანქანა იქნება ერთ ერთი ყველაზე კომფორული და წრაფი ლიმუზინი მსოფლიოში. 49 7-ს მოსწონს
|