x
image
სანტა-თამო
ბიძინა ივანიშვილის მოკლე ბიოგრაფია

საქართვimageელოს პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში, საჩხერის მუნიციპალიტეტში. მამამისი ჭიათურმანგანუმის მეშახტე იყო. სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟირნო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. მისი დამთავრების შემდგომ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა", 1982წელს. მოგვინებით ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არამინირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კოპიუტერებით ვაჭრობდა. პირველი დაკვეთა საქართველოს მეცნიერული აკადემიიდან მიიღო და საკმაო თანხაც დაუგროვდა, რითაც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშების დაყადაღებამაც არ დააყოვნა. 1988 წლიდან მან საქმიანობა მოსკოვში განაგრძო, სადაც ახალი პარტნიორები გაიჩინა და მათთან ერთად განაგრძო კომპიტერების გაყიდვა. ცოტა ხნის შემდეგ ბრუნვაში ასლგადამღები აპარატები და ტელეფონებიც ჩართეს. ამის შედეგად მათ ჰონ-კონგში ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს. 1990წლიდან კი ის ხდება ლიდერი, რუსეთში ელექტროტექნიკის გაყიდვით. დაგროვებული კაპიტალით მათ გახსნეს ბანკი "როსკრედიტი". ივანიშვილის სრულ ან ნახევრად საკუთრებაშია შემდეგი კომპანიები: უძრავი ქონების ჰოლდინგ-კომპანია "მეტალოინვესტი", სააფთიაქო ქსელი "ექიმი სტოლეტოვი", "რუსული კრედიტი", "იმპესბანკი", "ინტერფინდ ტრეიდი", "სტოილენსკის ნივა", "ტიაჟმეხპრესი", "რტი-კაუჩუკი", რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, "ერკაფარმა", სადაზღვეო კომპანია "რკ-გარანტი", სასტუმროები "მინსკი" და "ცენტრალური", სატრანსპორტო კომპანია "წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი", საქართველოში: კვების პროდუქტების კომპანია "თოლია", ბანკი "ქართუ", მის სახელს უკავშირდება სათხილამურო კომპლექსი "ბაკურიანი-2"ის მშენებლობა, მარჯანიშვილის თეატრის რეკონსტრუქცია, ტელეკომპანია "მეცხრე არხი", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსება 2002-2003წლებში და მრავალი სხვა. ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა 2012წლის გაზაფხულზე და ამავე წელს დაფუძნებული ფრაქციით, "ქართული ოცნება" იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და ხდება პრემიერ მინისტრი. image

0
435
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0