თეატრისა და კინოს მსახიობი, ასევე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და აქტიური წარმომადგენელი ნანკა კალატოზიშვილი 1979 წლის 8 მაისს არის დაბადებული. იგი უკვე იმ ასაკშია, როდესაც კარგად ათვითცნობიერებს შვილის გაჩენას. მისი ეკრანებიდან გაუჩინარების მიზეზიც სწორედ ის გახდა, რომ ნანკა 7 თვის ფეხმძიმეა და მალე ბიჭის დედა გახდება. მისი ბავშვის მამა, ქართველი კალათბურთელი ირაკლი კეიდიაა. წყვილს ოფიციალურად არ აქვთ თავიანთი ურთიერთობა დაკანონებული, რადგან თვითონ ნანკა არ თვლის ამას აუცილებლობად. როგორც ჟურნალ "რეიტინგთან" ინტერვიუში აღნიშნა, თუ ბავშვის გულისთვის საჭირო გახდება ურთიერთობის დაკანონება, ამაზეც წავა.
33 წლის ნანკა მთლიანად თავის მდგომარეობაზე არის გადართული, ყველანაირი სამუშაოდან თავისუფალია და მეტი დრო აქვს, რომ დედობისთვის სათანადოდ მოემზადოს. ორსულისთვის განკუთვნილ ვარჯიშებს ასრულებს. მისი დილა კი კივის ჭამით იწყება.
ხალხმრავალ ადგილებს ერიდება, ვინაიდან გრიპის ვირუსია მოდებული და უმეტეს დროს სახლში ან მეგობრებთან ერთად ატარებს. კითხულობს წიგნებს ან უყურებს საინტერესო ფილმებს და ამით გაყავს დრო.
ხოლო რაც შეეხება მისი და ირაკლის ურთიერთობას, ნანკა თვლის რომ უფრო საინტერესო გახდა.
ვუსურვოთ წყვილს ბედნიერება და ჯანმრთელი ბიჭუნას შეძენა!