x
image
ბეტო777
ასე ოპტიმისტურად!
image










არარაობა, სულის რაობა

აღარაფერი, ფერები ქარში.

მე გეფერები, შენ მზის ამარა,


სულ გაყინული, სულ ცივი დარჩი...


სიმწრის ეპოქა, კმარა! გვეყოფა!

სიცილი სიმწრის, უმწეო ბარტყი

და საუკუნე, მესაიდუმლე

დარაჯი სუნთქვის, გუშაგი ღამის.


ბედის ტრიალი, გედი მტირალი...

სიჩუმე, მტკნარი სიცრუე, ჩარჩი...

ყოველ წამსა თუ წუთს აქვს თავისი,

ფერი, სიმაღლე, წონა და აზრი.


ხმა მაღლა, დაღლა, ყოფნა, არ ყოფნა

გულის ტკივილი, კივილი სულის...

და ის პატარა რწმენა, რაც დარჩა,

ცამდე აგვიყვანს, ღრუბლამდე მაინც!!!



ავტორი: ბესო გოგილავა.

3
49
8-ს მოსწონს
ავტორი:ბეტო777
ბეტო777
49
  
2013, 25 მარტი, 11:18
ძალიან მომეწონა!
2013, 13 მარტი, 18:09
გაიხარეე :*
2013, 13 მარტი, 11:37
კარგიაა
0 1 3
Loading...