საზოგადოება იეზიდები (ქურთები) მათი ტრადიციები, და რის უფლება არ აქვს პატარძალს......... 2013, 12 მარტი, 22:35 იეზიდები, იეზიდები ეთნიკური ქურთების მცირერიცხოვაბი რელიგიური განშტოება, რომლის მიმდევრები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიაში, რუსეთსა და უკრაინაში.იეზიდთა დიდი ნაწილი ემიგრაციაშია.ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 1მილიონია. ისინი მეტყველებენ ქურთული ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე- კურმანჯიზე.
იეზიდების ნაციონალური ტანსაცმელი ძალიან მრავალფეროვანი იყო. იეზიდი ქალების ჩაცმულობა შედგებოდა მრავალი კაბისა და მონეტებისგან. იეზიდური ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ატრიბუტი თავსაბურავი ქოფია იყო, (საქართველოში ანალოგიურ თავსაბურავს ჩიხტი-კოპი ჰქვია) ქოფია ათასობით მონეტებიტა და მძივებით იყო მორთული. ხოლო მამაკაცების ჩაცმულობა შედგებოდა შავლისგან რომელიც ძალიან განიერი უნდა ყოფილიყო, პერანგისგან რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღია ფერის, ასევე მათ ჩაცმულობაში შედიოდა ჟილეტი.
იეზიდებს არც ისე ბევრი მარხვა და დღესასწაული შემორჩათ. დეკემბერში იეზიდები 3 დღიან მარხვას იცავენ რომელსაც (roje ezdi) ჰქვია. ასევე 3 დღიან მარხვას იცავენ თებერვალში რომელსაც (roje xrnave) ჰქვია, ამ მარხვის დროს ეზიდი ახალგაზრდები მკითხაობენ მიირთმევენ მლაშე ნამცხვარს რათა გაიგონ თუ ვინ გაბედნიერდება მომდევნო წელს. კლოჭი-იეზიდების ოჯახში, ყოველი წლის მარტის მესამე ოთხშაბათს დიასახლისი აცხობს ქადის მსგავს ნამცხვარს, სადაც მონეტას ან მძივს ათავსებს. შემდეგ დილას ოჯახის ყველა წევრი იკრიბება და ოჯახის ყველაზე უფროსი მამაკაცი იძახის (xata jot) და ნახევრად ჭრის კლოჭს. შემდეგ ერთ მხარეს 6 ნაწილად ჭრის და ანგელოზებს უძღვნიან წილებს, მეორე ნაწილს ჭრიან ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, ის ვისაც შეხვდება მონეტა ან მძივი ოჯახის მეკვლე ისაა, და ბედნიერი წელი იქნება. არის დღე რომელსაც (mazali) ჰქვია ამ დღეს მთელი იეზდიხანა მიდის სასაფლაოზე საკუთარი მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად (mazalis) დღე როგორც წესი ივნისის მე-3 ხუთშაბათსაა. იეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზს (malake taus) რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; აგრეთვე თაყვანს სცემენ (shams) რომელის მზის ღვთაებაა იეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, იეზიდების ერთერთი საკულტო ნაგებობაა (laleshi) ლალეში იეზიდთა წმინდა ტაძარია ლოცვისა აღსარების ადგილია. მდებარეობს ერაყში, ერაყის ქურთისტანში ქალაქ სინჯარში. ლეგენდის მიხედვით, ლალეში აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა (malake taus). ბევრი რიტუალისა და დღესასწაულებისათვის სპეციალურად განკუთვნილ ლოცვებში ხშირად ჟღერს სიტყვა (shams). სრულიად იეზიდების(iezidxana) საზოგადოება იყოფა სამ კასტად: შეიხები, ფირები, მრიდები. თითოეული კასტა იყოფა მრავალ ტომებად. თითოეულ კასტას თავისი მოვალეობა აქვს. ამ კასტებს შორის აუცილებელია თანამშრომლობა, მაგრამ მათ ერთმანეთის დანიშვნის უფლება არ აქვთ. შეიხები: შეიხები არიან პირველი რანგის სულიერი პირები. ისინი ფირებთან ერთად იცავენ რელიგიურ ტრადიციებს და ლოცვებს კითხულობენ. შეიხები არიან: ადანი, თაყანი, შამსანი. ფირები არიან: ფირებიც მეორე რანგის სულიერი პირები არიან. ისინი შეიხებთან ერთად იცავენ რელიგიურ ტრადიციებს და ლოცვებს კითხულობენ. ფირები არიან: ასმანამი, ისებია, ომალხალი, მამეშვანი და ა.შ. მრიდები: მრიდები არ არიან სასულიერო პირები, სწორედ აქედან იღებს ფუძეს სიტყვა (mridi) რაც ძველ იეზიდთა დიალექტზე (kurmanj) მოწაფეს ნიშნავს. მრიდები უმეტესობას შეადგენენ. ყველა მრიდს ყავს თავისი სეიხი და ფირი, მრიდხანეს ასეული ტომი შეადგენს. მათგან ყველაზე მეტნი არიან: სიპკი, ბალი, მანდიკი, და ა.შ. ამ 3 კასტის არევა ყოვლად დაუშვებელია ქორწინებაში. შეიხმა შეიხთან უნდა შექმნას ოჯახი, ფირმა ფირთან უნდა შექმნას ოჯახი და მრიდმა მრიდთან უნდა შექმნას ოჯახი. რაც შეეხება საქორწილო რიტუალს: იეზიდებში საქორწინო გარიგება დღემდე მიღებული ტრადიციაა, რომელიც როგორც წესი ქალიშვილის ოჯახში ხდება. თავდაპირველად ვაჟის მხრიდან სტუმრობენ მთხოვნელები, ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლები 3-4 კაცი (მამაკაცებიც და ქალებიც). ქალიშვილის მოწონების შემთხვევაში, სტუმრები მასპინძელს უთახმდებიან სასიძო საცოლესთან და მის მშობლებთან გაცნობის თარიღზე. გაცნობის შემდეგ, თუ სასიძო თანახმა შეირთოს ქალი, ვაჟის მშობლები ხელს სთხოვენ ქალის მშობლებს. წესისამებრ, საპატარძლოს მშობლები ცოტა დროს ითხოვენ, ოჯახში მოსათათბირებლად, რათქმაუნდა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა საპატარძლოზეა. ქალიშვილის მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, სასიძოს მხარე, საპატარძლოს უკეთებს თითზე ბეჭედს ე.წ."ბელგას" და იწყება მზადება ნიშნობისთვის; ნიშნობაც საპატარძლოს ოჯახში ხდება, სადღესასწაულო სუფრისა და მუსიკის თანხლებით, რომელსაც სასიძოს და მის მშობლებთან ერთად უახლოესი ნათესავები მეგობრები ესწრებიან. სასიძოს მხარე საჩუქრებს გადასცემს საპატარძლოს ოჯახის წევრებს- დედა, მამა, და, ძმა და ა.შ. რის შემდეგაც, სტუმრების თანდასწრების აცხადებენ ქალ-ვაჟის ნიშნობას. ადათის მიხედვით, ამ დროს ქალიშვილს უკეთებენ (shara buke) ე.ი. საპატარძლოს თავსაფარს, ასევე საპატარძლოს უკეთებენ მთავარ-ნიშნობის ბეჭედს (gustilka nishane), რომელიც ქალიშვილის ოფიციალური დანიშვნის მაუწყებელია. ასევე საპატარძლოს უკეთებენ ბეჭედს, სამაჯურს, ძეწკვს, ეს იმის აღსანიშნავად რომ სასიძოს უფლება აქვს ესტუმროს საცოლეს (რია ვაკირნე). ცერემონიის შემდეგ ქალიშვილის მშობლები ძირითადად მამა აწარმოებს მოლაპარაკებას სასიძოს მშობლებთან გამოსასყიდის (kalan) შესახებ. რაც შეეხება ქორწილს, იეზიდთა ქორწილი საკმაოდ მხიარულია და მრავალფეროვანია, როგორც საპატარძლოს ასევე სასიძოს მხრიდან იწყებენ მზადებას ქორწილისათვის, ქორწილის წინა დღეს სტუმრების ნაწილი სასიძოს მხრიდან იკრიბებიან მის სახლში და ემზადებიან ქორწილისთვის, ამ დროს ახალგაზრდობა ეხმარება მეჯვარეს (brazava) რათა მორთონ ხის ტოტი (dara mraza) კანფეტებით, ხილით, და ფულით რომელიც ბარაქის კეთილდღეობის და ბედნიერების სიმბოლოა, რომელიც ტრადიციულად იეზიდების საყვარელ ცეკვას “გოვანდ"-ს (govand) თანხლებით მიმდინარეობს. ამ დროს საპატარძლოს ოჯახში ამზადებენ მზითვებს (jeeze buke) მზითები ითვალისწინებს ყველა საჭირო ნივთს ახალშექმნილი ოჯახისთვის. ხოლო ქორწილის დღეს სადღესასწაულო სუფრის შემდეგ პატარძლის წაყვანამდე, აუცილებლად მისი ძმა ან ნათესავი ბიჭი, მას წელზე სამჯერ შემოახვევს ბაფთას: პირველი გულისხმობს კეთილდღეობის ჩასახვას, მეორე სიკეთის დანერგვას, მესამე კი კეთილ საქმეს. ამას გარდა სასიძო ვალდებულია გამოისყიდოს (balgie buke) ანუ საპატარძლოს ბალიში, სარზლოს ძმისგან ან ნათესავი ბიჭისგან, ძირითადად დღეისდღეისობით ბალიშს (balgie buke) გამოსასყიდის გარეშე აძლევენ ანუ ჩუქნიან სასიძოს და მხოლოდ ამ წესის შესრულების შემდეგ სასიძოს უფლება ეძლევა წაიყვანოს პატარძალი სახლიდან. მეფე-პატარძალი დოლი და ზურნის (daf u zurna ) მუსიკის თანხლებით მიაცილებენ სიძის სახლში. ახალდაქორწინებულებს ეგებება დედამთილი ტკბილეულით სავსე ლანგრით ხელში და თავზე აყრის მეფე-პატარძალს, ხოლო ამის შემდეგ სასიძო უნდა ავიდეს სახლის მეორე სართულზე და იქიდან ესროლოს პატარძალს თავში 3 ვაშლი, 1 ვაშლი ნიშნავს უბიწობას, 2 ვაშლი ნიშნავს ბედნიერებას, 3 ვაშლი ნიშნავს გამრავლებას, ამის შემდეგ სიძემ უნდა დაბერტყოს ხის ტოტი (dara mraza), ხოლო შემდეგ დედამთილი მეფე-პატარძალს მხრებზე ადებს ლავაშს რომელის ოჯახის კეთილდხეობას და მშვიდობას ნიშნავს. შემდეგ სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას მეფე-პატარძალიმა ერთდროულად უნდა გატეხონ წინასწარ გამზადებული თეფში.ქორწილის მსვლელობისას სასიძოს ოჯახი აგზავნის ნათესავს რათა მოიყვანოს საპატარძლოს მშობლები. ქორწილის დროს მიმდინარეობს ე.წ.ხნის დარიგება. ხნა მოაქვს ბედნიერება ახალდაქორწინებულ და ახალგაზრდებსაც ბედნიერებას მოუტანს, ეს ადათწესი ძალიან ძველია. ადათწესის თანახმად ამ ლანგარს დაატარებს ბიჭის ნათესავი, უფრო ხშირად კი სიძის და. მსგავსად (dara mrazas) შესრულების დროს ქვრივს კატეგორიულად ეკრძალება მონაწილეობა ამ ადათის შესრულებაში. როდესაც ხნის სავსე თეფშიან ლანგარს მიართმევენ სტუმარს, მან თეფში უნდა ჩაყოს ნეკის თითი და ამასთან ერთად ლანგარზე უნდა დადოს გარკვეული რაოდენობის თანხისა. ეს იმ გოგოსთვისაა განწესებული ვინც ხნას დაატარებს. ქორწილის შემდეგ რძალს ელოდება ე.წ. ''ბუკტი" (bukti), რომელიც გულისხმობს რომ რძალს არ აქვს უფლება ელაპარაკოს მამამთილს და ხანდაზმულ ხალხს, განსაკუთრებით მამაკაცებს. არ აქვს უფლება აგრეთვე მათი თანდასწრების მიიღოს საკვები. " ბუკტი" (bukti) უპირველეს ყოვლისა არის ქცევის მანერა, რომელიც მიუტიტებს თავდაბლობაზე და გამოხატავს გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემას. გარკვეული დროს განმავლობაში რძალი მოიპევებს უფლებას ელაპარაკოს თავის მამამთილს. ამ შემთხვევაში მამამთილი რძალს რაიმე სახის საჩუქარს უძღვნის და სთხოვოს დალაპარაკებას, რძალი ვალდებულია მიიღოს საჩუქარი და სითყვიერად მადლობა გადაუხადოს. 1803 12-ს მოსწონს
|