საზოგადოება რა არის სიბერე? " ჩვენც დავბერდებით"... 2013, 10 მარტი, 20:11 მაინც რა არის ადამიანი?? დაბადება-ბავშობა -სიჭაბუკე -სიმწიფე-სიბერე, ეს ყოფილა ადამიანის გასავლელი გზაა, რადგან სიბერე კანონზომიერი პროცესია, იგი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია, განუწყვეტელი ბიოლოგიური ცვლილებების შედეგი. სიბერე ადამიანის გარდაუვალი პერიოდია. მას ყოველთვის თან ახლაცს თავისებური სევდა, განვლილი ცხოვრება, წარსულში დარჩენილი ახალგაზრდობის ნოსტალგია.სიბერე ყოველთვის ასოცირდება ჭაღარა თმასთან, დაღლილ-დანაოჭებულ კანთან და რა თქმა უნდა სიკვდილის მოახლოებასთან. რატომღაც დღევანდელ ახალგაზრდებში ძალის უპირატესობითა და გულუბრყვილობით სიბერე მათში იწვევს ღიმილს. მოხუცთა ზუგრს უკან ეღიმებათ და სასაცილოდ ეჩვენებათ მათი მძიმე სიარული და დაძარღვული, ყელი. სიბერე ის დროა, როცა ყველაფერი იცი, მაგრამ აღარავინ აღარაფერს გეკითხება... როცა გრძნობიდან-თანაგრძნობაზე გადადიხარ. სიბერე ადამიანის თანმდევი ეტაპია, ყველა ასაკს აქვს თავისებური სილამაზე და ხიბლი. ასაკოვანი ადამიანები სიახლეებს ძნელად ეგუებიან, მოხუცთა უმრავლესობა ასე თუ ისე ინახავს თავს, ახალ ტანსაცმელს, ავეჯს, ძვირფას პროდუქტებს არ ითხოვენ, მათ მხოლოდ ჩვენი ყურადღება და სითბო სჭირდებათ. უბრალოდ გვახსოვდეს ყველას რომ ადრე თუ გვიან უეჭველად მოვა სიბერე. "ჩვენც დავდერდებით". ( გთხოვთ მკაცრად ნუ გამკიცხავთ შეცდომების გამო ეს ჩემი პირველი სტატია ). 720 5-ს მოსწონს
|