სხვა 8 წლის ბიჭუნამ 61 წლის ქალზე იქორწინა 2013, 12 მარტი, 21:10 სამხრეთ აფრიკაში უჩვეულო ქორწილი ჩატარადა. 8 წლის სანელე მასილელამ (Sanele Masilela) 61 წლის ჰელენ საბანგუზე (Helen Shabangu), რომელსაც 5 შვილი ჰყავს. საინტერესოა, რომ ჰელენს უკვე ჰყავს ქმარი. მიუხედავად ფართომასშტაბიანი ქორწილისა, წყვილი ერთად არ იცხოვრებს. ბიჭუნას ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ რიტუალია. ბიჭის ოჯახმა ამ ქორწილზე სულ 2000 აშშ დოლარი დახარჯა, რაც ადგილობრივი საზომით საკმაოდ დიდი ფულია. სენელე ამბობს: "მე ვუთხარი დედას, რომ ვიქორწინებდი მასზე ვინც მინდოდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ჰელენზე ვიქორწინე. როდესაც გავიზრდები ცოლად ჩემი ასაკის გოგონას მოვიყვან". ბიჭის დედა ყვება, რომ ბაბუამ სთხოვა შვილიშვილს მის სიკვდილამდე ექორწინა, სწორედ ამიტომ ბიჭუნამ ცოლად ჰელენი აირჩია, რომელიც უყვარდა. 106 6-ს მოსწონს
|