შოუბიზნესი ქეთა თოფურია ფეხმძიმედაა ?! 2013, 11 მარტი, 21:14 ქეთა თოფურიასთან მიმართებაში ახალი ამბები გავრცელდა. რუსულმა ტაბლოიდებმა ქეთას გარეგნობაში ცვლილებები შენიშნეს, თუმცა ამჯერად არა პლასტიკური ოპერაციის გაკეთების გამო არამედ ჟურნალისტების ცნობით თოფურია პირველ შვილს ელოდება. ქეთა ბოლო დროს ინტერვიუებში გულახდილად საუბრობდა შვილის გაჩენაზე. რაც შეეხება ქეთას გარშემო ატეხილ ჭორებს ამისი მიზეზი ჟურნალისტებს თვითონ ქეთამ მისცა. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქეთა უჩვეულო იმიჯით გამოცხადდა. შემსრულებელს ჯინსი, მაისური და პიჯაკი ეცვა. არავითარი მოტკეცილი კაბები და გამომწვევი ჩაცმულობა. მომღერალმა სპირტიანი სასმელებისგანაც თავი შეიკავა და ღონისძიება მალევე დატოვა. მოკლედ მართალია რუსი ჟურნალისტების ვარაუდი თუ არა სულ ცოტა ხანში გახლდება ცნობილი, ქეთა ორსულობის დამალვას დიდხანს ვერ შესძლებს. 59 13-ს მოსწონს
|