x
image
liverpool
ვინ გადაწყვიტა ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის ევროვიზიაზე გაშვება? და რამ გაანაწყენა დუეტი "ჯეორჯია"

image კიდევ ერთი სიურპრიზი ევროვიზიიდან, ჯერ იყო და შარშან წინ გამარჯვებული ჯგუფის შემადგებლობა ფინალაზე გამგზავრებამდე შეიცვალა, მერე ბაქოში გასულ წელს სცენის დასაპყრობათ მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ ეპატაჟური ანრი ჯოხაძე გაუშვეს. და აი კიდევ ერთი სიურპრიზი ევროვიზიაზე საქართველოს ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი წარადგენენ. ბევრი კითხვები გაჩნდა იმაზე, რომ შესარჩევი ტური როდის ჩატარდა, თუმცა არც არაფერი არ ჩატარებულა წელს პირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსანტის კონკურსგარეშე არჩევის უფლება გამოიყენა და ახალი დუეტიც ჩამოაყალიბა. ჩნდება კითხვა რატომ სოფიკო და ნოდიკო არა, იმიტომ, რომ რაიმე საწინააღმდეგო გვაქვს პირიქით, რატომ ერთად. ნიდიკოს და სოფოს დაწყვილების კიდევ ერთი მიზეზი წლების განმავლობაში ჯერ კიდევ იურმალადან მოყოლებული ქართველების საყვარელი დუეტი "ჯორჯია"-ს არსებობაა, თანაც, როგორც გაირკვა ეს უკანასკნელი კონკურში მოხვედრას აგერ უკვე ოთხი წელია დაუღალავად ცდილობს. ყოველ წელს რაც დუეტი დაარსდა იყო ჩვენზე საუბარი, რომ უნდა წავსულიყავით თან ჩვენც სურვილი გვქონდა რათქმაუნდა. რაშიც მონაწილეობა მიგვიღია ღმერთის წყალობით საქართველო არსად შეგვირცხვენია, მაგრამ ნოდიკო და სოფო პროფესიონალები არიან და წარმატებებს ვუსურვებთ და ყველანაირად გვერდში დაუდგებით". აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა.

მაშინ როდესაც მაკას და რატის იდეალურად შეწყობის გამო ჭორები მათი პირადი ურთიერთობების გამოც კი ჩნდებოდა, რატომ არ შეიძლება ევროვიზიაზე 2013 წელს სწორედ ამ მუსიკალურმა წყვილმა სცადოს ბედი. ასეა თუ ისე რაც დაზუსტებით ვიცით, რომ ნოდიკო და სოფო 2013 წლის მაისში შვედეთის ქალაქ მალმიოში გაემგზავრებიან.

სათითაოთ მათ მიღწევებს რა მოთვლის სოფო ქართველი მსმენელის გული ჯერ კიდევ ჯეოსტარში მონაწილეობისას რბილი ხმით და დამახასიათებელი ტემბრით მოიგო, რაც შეეხება ნოდიკოს ეს უკანასკნელი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რომელის მუსიკალურ კარიერაზე აქტიურად ზრუნავს. სულ ცოტა ხნის წინ წინა საახალწლოდ მისი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია შედგა. გარდა ამისა ცნობილი მომღერალი წლის ყველაზე წარმატებული მიუზიკლის "ვერის უბნის მელოდიების" მთავარი როლის შემსრულებელია, მოკლედ ერთი შეხედვით არც არაფერია საჭირო ორი იდეალური ხმის მქონე მომღერალი სასიამოვნო გარეგნობით და რაიმე ისეთი ქართული სიმღერით.


6
480
13-ს მოსწონს
ავტორი:liverpool
liverpool
480
  
ისეთი იავნანური უმღერეს დარბაზში ხალხს,დღემდე ძინავთ შვედებს....ტკბილი ძილით...
2013, 9 მაისი, 23:00
წარმატებები მათ.
2013, 10 იანვარი, 13:41
ეგრე გამოდის:))
2013, 10 იანვარი, 13:39
ესე იგი, სუფთა ქართული "პონტი"
2013, 10 იანვარი, 13:38
ვერც მე, პირველმა არხმა უბრალოდ აირჩია და მორჩა!!!
2013, 10 იანვარი, 13:37
ვერა გავიგე რა კრიტერიუმით არჩევენ
0 1 6