x
image
ლარგო ვინჩი
ნუ მიუშვებ ასთმას თავის ნებაზე
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული სნეულებები აერთიანებს რამდენიმე დაავადებას:ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა და სხვა.


image


რა ასაკში ვითარდება?


ბრონქული ასთმა ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებათაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.თუმცა ბრონქული ასთმა ასევე შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანის.


ბევრი ავადმყოფი, რომელსაც ასთმა მოზრდილობის ასაკში გამოუმჟღავნდა, აღნისნავს, რომ სუნთქვის პრობლემები ბავშობაშიც ჰქონდა. შესაძლებელია, დაავადება შუახნის ასაკში მოულოდნელად გამოვლინდეს.

ადრეულ ასაკში განვითარებული ასთმური მოვლენები, ხშირ შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ზოგჯერ ხანდაზმულობისას თავს კვლავ იჩენს.


image



გამომწვევი მიზეზები


ბრონქული ასთმა სეიძლება გამოიწვიოს არაინფექციურმა და ინფექციურმა ალერგენებმა.არაინფექციურ ალერგენთა შორის ყველაზე დიდ როლს თამაშობს ოთახის მტვერი.ეს კომპლექსური ალერგენია, რომელიც შეიცავს ტანისამოსის ქსოვილის ნაწილაკებს, თმას, ქერტლს, ცხოველთა ბეწვს, მცენარეთა მტვერს, ბაქტერიებს, სოკოებს.დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მიკროსკოპულ ტკიპებს, რომლებიც ადამიანის ქერტლით, ბალიშის ბუმბულით იკვებება და საწოლში ცხოვრობენ.გარდა ოთახის მტვრისა, ბრონქულ ასთას იწვევს მცენარეთა მტვერი, სხვადასხვა ქიმიურინივთიერება, ზოგიერთი მედიკამენტი, აკვარიუმის თევზის მშრალი საკვები და სხვა.არაალერგიული ბუნების გამღიზიანებლებია:სუნამოები, საღებავები, არაადეკვატური ფიზიკური დატვირთვა, მკვეთრი ემოცია:ტირილი, სიცილი, ყვირილი, შიში, კლიმატისა და გარემოს ტემპერატურის მკვეთრი შეცვლა. image

ეგრეთწოდებული ინფექციურ-ალერგიული ასთმის მიზეზი არის ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები, რომლებიც ადამიანის სასუნთქი გზების ლორწოვანში ბინადრობენ და მრავლდებიან.ამიტომაა, რომბრონქული ასთმა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების, გრიპის, ბრონქიტის, ფილტვების მწვავე და ქრონიკული ანთების ფონზე იწყება.image


4
79
9-ს მოსწონს
ავტორი:ლარგო ვინჩი
ლარგო ვინჩი
79
  
2013, 23 მარტი, 13:26
მადლობ☺
2013, 23 მარტი, 13:22
არაჩვეულებრივი სტატიაა,ადამიანურ ენაზეა ახსნილი
2013, 11 მარტი, 18:23
იმედი ეგრე იქნება
2013, 11 მარტი, 18:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4