x
image
მოზამბიკელი
ფსიქოლოგი 2


imageფსიქოლოგი, რომელსაც ასზე მეტი პაციენტი ჰყავს, მისი მუშაობის პრაქტიკა კი სულ რაღაც სამ წელს შეადგენს, სხვების ცხოვრებით ცხოვრობს, 24 წლისა ვარ და უნდა ვაღიარო თავი ბევრად დიდი მგონია, არა იმიტომ რომ ფსიქოლოგი ვარ და დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწევი, არამედ იმიტომ რომ როგორც ახალგაზრდა, მარტოხელა ქალი ისე არა ვრცხოვრობ, ჩემს პაციენტებს ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში ვეხმარები, ფსიქოლოგიურად ვაძლიერებ და ვცდილობ მუდივად სიახლისკენ სწრაფვა და მრავალფეროვნების სიყვარული ვასწავლო, ხშირად კი მავიწყდება, რომ საკუთარი ცხოვრება მაქვს მისახედი, რომ არა ჩემი პროფესია, მეც ალბათ ჩემი პაციენტებიდან რომელიმე ვიქნებოდი, მაგრამ საბედნიეროდ ასე არაა, საკუთარი თავის ფსიქოლოგი ყოველთვის მე ვარ . გათხოვება არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება, ვერასოდეს წარმომედგინა ჩემი თავი მეოჯახე ქალად, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს კარებში ჩუსტებს ახვედრებს, სამზარეულოში კი ცხელ ვახშამს, ან დედად რომელიც ძილისწინ შვილს ზღაპრებს უკითხავს და საბავშო ბაღში ან სკოლაში დაჰყავს . . .ჩემი ოცენბები სულ სხვა კუთხით ვითარდებოდა, მინდოდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, თავის საქმეზე შეყვარებული ქალი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თვითონ განკარგავდა. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან ორი წლის შემდეგაც ასე იყო, სანამ არ შემიყვარდა... ლაშა უნივერსიტეტში გავიცანი, პირველივე წუთებიდან ვიგრძენი ის რაც აქამდე არასდროს განმეცადა, ერთ კურსზე ვსწავლობდით, ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა, თუმცა ვფიქრობ, მაშინ რომ ეს ჭკუა მქონოდა ალბათ ლაშასთან ურთიერთობას არც დავიწყებდი, სასაცილოა რომ მომავალმა ფსიქოლოგმა თავიდანვე ვერ განვსაზღვრე ლაშას შინაგანი სამყარო, ვერ მივხვდი რომ მეოჯახე არ იყო, ისევე როგორც მე. ჩვენი ურთიერთობიდან ექვსი თვის თავზე დავქორწინდით. ორ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. პირველი სამი თვე ყველაფერი ნორმალურად იყო, შემდეგ ორივემ ჩვენი უარყოფითი თვისებების გამოვლენა დავიწყეთ, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი საერთდ ვეღარ ვიტანდით ერთმანეთს, ვერ იტანდა მასზე მეტ ყურადღებას ბავშვს რომ ვუთმობდი, დაუჯერებელია მაგრამ საკუთარ შვილზე ეჭვიანობდა. ხშირად მოდიან პაციენტები, რომლებსაც მეუღლეებთან მსგავსი პრობლემები აქვთ, რა რჩევებსაც მათ ვაძლევ, იგივე საკუთარ თავთანაც რომ გამეკეთებინა, შეიძლება მარტოხელა დედა აღარ ვყოფილიყავი, თუმცა ყველა შეცდომებზე სწავლობს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ერთ დღეს ლაშამ წასვლა გადაწყვიტა, მითხრა რომ ბევრი ეცადა, მაგრამ ოჯახს გული ვერ დაუდო, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ წავა, თქვენ წარმოიდგინეთ არც კი შევწინააღმდეგებივარ . სამი წელია ჩემს გოგონასთან ერთად ვცხოვრობ, როცა მამიკო ენატრება skype_ით ელაპარაკება, ლაშა გერმანიაშია, საკუთარი კაბინეტი აქვს და როგორც ამბობს პაციენტები არ აკლია. მაინც მიკვირს, ორმა ფსიქოლოგმა ერთმანეთს რატომ ვერ გავუგეთ?

0
36
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0