მუსიკა ალბომი,რომელსაც კლასიკური როკის მოყვარულები 8 წელი ელოდნენ. 2013, 10 მარტი, 19:24 როგორც იქნა, 8 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული როკ ჯგუფი Deep Purple ახალ ალბომს უშვებს სახელწოდებით "Now What?!" .ალბომის გაყიდვა ევროპის ქვეყნებში 26 აპრილიდან დაიწყება, ხოლო ა.შ.შ-ში 30 აპრილიდან.დისკში შესულია 13 სიმღერა, ერთ-ერთი კომპოზიაცია “Above And Beyond”მათი კოლეგის, ჯგუფის დამაარსებლის ჯონ ლორდის ხსოვნას ეძღვნება.ალბომს ბონუსის სახით დაერთვება DVD.დისკი ჩაიწერა ა.შ.შ.-ში, კერძოდ ნეშვილში, პროდიუსერია ბობ ეზრინი, რომელიც სხვადასხვა დროს Kiss-ის, Pink Floyd-ის, Peter Gabriel-ის და Alice cooper-ის პროდიუსერი იყო.ალბომის გამოსვლას კი წინ უსწრებს სინგლი, რომელიც 29 მარტს გამოვა ორი სიმღერით "All the Time in the World" და"Hell to Pay", თუმცა 10 მარტიდან ფრანგულმა საიტმა qobuz-მა დაიწყო ამ ორი სიმღერის 1 წუთიანი მონაკვეთის ონლაინ რეჟიმში გაშვება, ღილაკი “Ecouter"-ზე დაჭერის შემდეგ შეიძლება სიმღერის და კლიპის ნაწყვეტის მოსმენა-ნახვა.როგორც Blabbermouth-ი იუწყება 11 მარტს, ორშაბათს მოსკოვის Rock FM რადიო ექსკლუზიურად 15. 15 წუთზე და შემდეგ 18.15 წუთზე ეთერში გაუშვებს სიმღერებს ახალი სინგლიდან, ამავე დღეს გამოვა "All the Time in the World"-ის კლიპის ტიზერი. 43 8-ს მოსწონს
|