საზოგადოება "მეთექვსმეტედ შეყვარება ბოზობაა ქალბატონო,"- ოტია იოსელიანი 2013, 10 მარტი, 13:29 ქალი რავარი ასატანია, მარა, რო გიყვარს, რა გინდა რო ქნა! “ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, ” - რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია. არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის... ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია. ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს. ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია. ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.. ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება, მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო. თავიდან ყველაფერი ძნელია. გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.. ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს. ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკდარი ერების ძეგლია. მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა 471 4-ს მოსწონს
|