x
"ჰეჯ-ფონდები" - ინვესტირების ალტერნატიული საშუალება.

ჰეჯ-ფონდების პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ამის მიზეზი ალბათ, მდგომარეობს ინვესტირებული რესურსების უკეთეს მართვაში და ბევრად მაღალ შემოსავალში, ვიდრე ბანკებში, ან სხვა ტრადიციულ ფონდებშია.


ბოლო ათწლეულimageები გამოირჩევიან ფიქტიური კაპიტალის
ასტრონომიული მატებით, რომელის ზრდაც წლიდან წლამდე სისწრაფეს უმატებს. 1971 წელს ბანკნოტების ღირებულება, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმოიქცეოდა, არ აღემატებოდა 200 მილიარდ დოლარს. 1990 წელს მან გადააჭარბა 1 ტრილონ დოლარს. 2002 წელს 2 ტრილიონს, ხოლო უკვე 2010 წლისათვის 4.5 ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს მხოლოდ ევროპის ცენტრალური ბანკი მიმოქცევაში გამოუშვებს 1 ტრილიონზე მეტ ევროს. რეალური ფულის მასა, რომელიც მიმოიქცევა მსოფლიო ფინანსურ არხებში, განიცდის მულტიპლიკაციურ ეფექტს და რამდენადმე აჭარბებს ფიზიკურად გამოშვებული ფულის რაოდენობას. ფიქტიური ფულის მიმოქცევის ზრდაში არამცირე დამსახურება აქვთ ჰეჯ-ჰონდების საქმიანობას. დღეს მთელ მსოფლიოში ამ ტიპის საინვესტიციო ფონდების პოპულარობა სწრაფიად იზრდება. ამ სტატიაში სწორედ მათ საქმიანობას გავეცნობით.
რას წარმოადგენს ჰეჯ-ფონდი.
ჰეჯ-ფონდი - ეს არის ფინანსურ ორგანოებში დაურეგისტრირებელი საპარტნიორო ფონდი, რომელიც მოგების გასაზრდელად იყენებს ფინანსური ინსტრუმენტების ძალიან ფართო ასორტიმენტს და ინვესტირებას ახდენს ყველა ტიპის ფინანსურ ბაზრებზე. ფონდის მმართველობა ხორციელდება პროფესიონალი საინვესტიციო მმართველთა მიერ.

ტიპიურ ჰეჯ-ფონდებში ინვესტირება ხალხის ფართო მასებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამ ტიპის ფონდები ძირითადად ემსახურებიან პროფესიონალ ინვესტორებს, რომელთაც გააჩნიათ დიდი ფინანსური სახსრები. ასეთ ინვესტორებს შეუძლიათ განახორციელონ შენატანები რამდენიმე ასეული ათასი და მილიონობით დოლარის ოდენობით. სწორედ ისინი ახდენენ ჰეჯ-ფონდების საწესდებო კაპიტალის ფორმირებას. ხშირად, ამ ტიპის ფონდები იქმნება მხოლოდ ერთი კონკრეტული კლიენტისათვის. ამის მაგალითია ჯორჯ სოროსის ჰეჯ-ფონდი Quantum Endowment Fund.

განსხვავებით სხვა საინვესტიციო ფონდებისგან, ჰეჯ-ფონდებზე არ მოქმედებს მკვეთრად განსაზღვრული საკანონმდებლო რეგულირება. ეს მათ აძლევს დიდ თავისუფლებას სტრატეგიების არჩევანში, ასევე, ისინი ხშირად ირჩევენ დიდ მარჟიანულ მხარს - ანუ როდესაც ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად ხდება მცირე დეპოზიტით დიდი თანხების ოპერირება. ამ დროს მკვეთრად იზრდება რისკი, რაც ზრდის როგორც დიდი მოგების, ასევე დიდი ზარალის მიღების ალბათობას. ამიტომ, ინვესტორების მოგება ხშირად აჭარბებს წლიურ 100%-ს. სწორედ ამის გამო, ჰეჯ-ფონდები მთელი მსოფლიოს მდიდარ ადამიანებში სარგებლობენ დიდი პოპულარობით. თუკი საპენსიო-საინვესტიციო ფონდები ინვესტორებს პერიოდულად აბარებენ ანგარიშს განხორციელებული საინვესტიციო ოპერაციების შესახებ, ჰეჯ-ფონდები სულაც არ არიან ვალდებულნი ეს გააკეთონ. ამას გარდა, ისინი ძირითადად დარეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონებში. ეს აძლევთ დიდი თანხების ეკონომიის საშუალებას.

ჰეჯ-ფონდების ფუნქციონირების ორი ძირითადი ვექტორია: პირველი - საინვესტიციო სტრატეგიის არჩევაში რაიმე მყარი შეზღუდვის არარსებობა. მეორე - ეს სტრატეგიები გამოიყენება ნებისმიერი ეკონომიკური თუ ფინანსური ობიექტის მიმართ მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით, ნებისმიერ საბაზრო პირობებში. მოქმედების ასეთი თავისუფლება რა თქმა უნდა, შეიცავს მაღალ რისკს როგორც ინვესტორებისათვის, ასევე თვით ფინანსური სისტემისათვის მთლიანად. მიმდინარე ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში ბანკები და ფინანსური ჩინოვნიკები ჰეჯ-ფონდებს ბრალად სდებენ სპეკულაციური ტენდეცნიების გაძლიერებას და დიდი წვლილის შეტანას ფინანსური საპნის ბუშტების გაბერვაში. თუმცა, ამით მათ ყურადღება გადააქვთ საკუთარი დანაშაულიდან. სინამდვილეში, ჰეჯ-ფონდებისათვის ხელმისაწვდომი ყველა ფინანსური ინსტრუმენტი და სტრატეგია ასევე ხელმისაწვდომია ბანკებისათვის და სხვა ფინანსური კომპანიებისათვის.

თუმცა, ჰეჯ-ფონდები გვევლინებიან ასევე ფინანსური ბაზრის მასტაბილიზირებელ ძალად. მათ მიერ ფინანსურ ოპერაციებში დიდი ფინანსური რესურსების მაღალი აქტივობით გამოყენება ახდენს ბირჟებზე ლიკვიდობის ამაღლებას. ეს ამცირებს ფინანსური ინსტრუმეტის შესყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობას, ანუ ამცირებს სპრედს. ეს კი თავის მხრივ, ამცირებს ბირჟის მონაწილეთა რისკებს. ამას გარდა, ჰეჯ-ფონდების მიერ ხდება მრავალი ნოვატორული იდეების შემუშავება, რომლებიც შემდგომ წარმატებით გამოიყენება ბანკების და სხვა ფიანანსური ინსტიტუტების მიერ. სწორედ ჯეჰ-ფონდების დამსახურებაა ის, რომ დღეს დიდი პოპულარობოთ სარგებლობენ ფიუჩერსები, ოფციონები, სვოპები და სხვა წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები.

როგორ აკეთებს ფულს ჰეჯ-ფონდი.

ბევრს ალბათ გაგიგიათ ჰეჯირების სტრატეგიების შესახებ. ეს არის რისკების დაზღვევა და გამომდინარეობს სიტყვა Hedge-დან . ჰეჯ-ფონდების მუშაობის მაღალი რისკის დონეს კი განსაზღვრავს მათ მიერ მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება. მაგალითად, ერთდროულად გრძელი და მოკლე პოზიციებისთვის ჰეჯ-ჰონდი ყიდულობს მაღალშემოსავლიან, ანუ მაღალრისკიან აქტივს და ყიდის დაბალშემოსავლიან, ანუ დაბალრისკიან აქტივს. ასევე პოპულარულია საკრედიტო ოფციონები - ჰეჯ-ფონდები აზღვევენ საკრედიტო რისკებს, რითაც ღებულობენ საკომისიო შემოსავლებს. თუმცა, ამით ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ მოახდინინ ფინანსური დანაკარგების გარანტირებული კომპენსაციები. ისინი ახდენენ ძალიან ბევრი ტიპის ფინანსური რისკის დაზღვევას. ეს ასევე შეეხება როგორც ემიტენტის დეფოლტს და ბანკროტობის შემთხვევებს.

თუმცა, პრაქტიკაში ჰეჯ-ფონდბის მიერ ხშირად გამოიყენება გამდიდრების არაეთიკური ფორმები. მაგალითად, ხდება იაფი რესურსის მოზიდვა ერთი ბაზრიდან, ძირითადად ეს არის იაპონური იენა და შემდგომ მისი ინვესტირება მეორე ბაზარზე. მაგალითად, ჰეჯ-ფონდი სხვა ქვეყანაში ყიდულობს რომელიმე კომპანიის საკონტროლო პაკეტს. შემდგომ ჰეჯ-ფონდს ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოში შეჰყავს თავის წარმომადგენელი. ამის შემდეგ კი ფონდს აიძულებენ გამოაცხადოს დივიდენდების ძალიან მსხვილი გადახდა. ამ დივიდენდებს იღებს ჰეჯ-ფონდი, კომპანიას კი ექმნება მძიმე ფინანსური პრობლემები. ძალიან ხშირად მსგავსი ტიპის მსხვერპლად ევროპული კომპანიები გვევლინებიან.

რატომ არის პოპულარული ჰეჯ-ფონდები.

მიუხედავად მაღალი რისკებისა, ჰეჯ-ფონდების პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ამ პოპულარობის მიზეზი ალბათ, მდგომარეობს ინვესტირებული რესურსების უკეთეს მართვაში და ბევრად მაღალ შემოსავალში, ვიდრე ბანკებში, ან სხვა ტრადიციულ ფონდებში. საქმე იმაშია, რომ ჯეჰ-ფონდების მენეჯერების ერთადერთი მიზანია მოუტანონ მოგება ფონდის ინვესტორებს, საიდანაც თვითონ იღებენ შესაბამის საკომისიოს. ანუ, ფონდის მენეჯერთა, აქციონერთა და პერსონალის პირადი ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. მათ ამოძრავებთ ერთი საერთო მიზანი - მოგების მიღება. ტრადიციულად, ბანკებთან შედარებით ჰეჯ-ფონდებს ყავთ ბევრად მცირე პერსონალი. მაგალითად, ასეთი უმსხვილესი ფონდების თანამშრომელთა რიცხვი არ აჭარბებს 1000 ადამიანს. ისინი რა თქმა უნდა, იღებენ მაღალ შემოსავლებს. ფონდის ხელმძღვანელობას კი აქვს საშუალება აკონტროლოს ყველა ტრანზაქცია, რომ შეამციროს რისკი და აღკვეთოს დანაკარგი.

ბოლო წლებში შეიმჩნევა ჰეჯ-ფონდების კონსილიდაცია. ამას რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჯერ-ერთი, ბოლო პერიოდში მცირდება მოგების ნორმა. ასევე, იზრდება რისკები - მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისული მოვლენების გამო ხშირად საპირისპირო სტრატეგიები იწყებენ მოძრაობას ერთი მიმართულებით. ასევე ჰეჯ-ფონდების გაერთიანება ხდება მათი კლიენტების, მათ შორის სადაზღვევო და საპენსიო ფონდების მოთხოვნების უკეთესად დასაკმაყოფილებლად. ბოლოდ დროს ბანკებმა დაიწყეს თავიანთ ბაზაზე დახურული საინვესტიციო ფონდების შექმნა. ესენია ე.წ. ჰეჯ-ფონდების ფონდები. ინვესტორი აბანდებს თავის ფულს დივერსიფიცირებულ პორტფელში, რომელიც შედგება რამდენიმე, ხშირად 15-20 ჰეჯ-ფონდისგან. ინვესტორი რა თქმა უნდა, ვერ ერევა მათ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ასეთ ფონდებში შესაძლებელია ბევრად მცირე ფულის ინვესტირება. ხშირად, ეს არ აჭარბებს რამდენიმე ათას დოლარს. დივიერსიფიცირებელი პორტფელი კი ნაკლები რისკის მატარებიელია, თუმცა, აქ შემოსავალიც შესაბამისად მცირდება.

დღეისათვის ჰეჯ-ფონდების საერთო რაოდენობა მსოფლიოში აღწევს რამდენიმე ათასს. ისინი ძირითადად განლაგებული არიან აშშ-ში და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ქვეყნებში, სადაც შედიან ქვეყნები ოფშორული კანონმდებლობით. მათ შორის არის ასევე ჰონ-კონგი. თუმცა, ბრიტანეთი და აშშ უკვე ცდილობენ გაუმკაცრონ ჰეჯ-ფონდებს საქმიანობის პირობები. მოთხოვნაზე „ინფორმაციის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ ფონდების მიერ შემუშავებული იქნა ე.წ. „პროფესიონალური ეთიკის კოდექსი“, რომელიც რეკომენდაციების სახეს ატარებს და სულაც არ ავალდებულებს მის შესარულებას. ფონდებისთვის კი მათი მიმდინარე პოზიციების გამჭვირვალობა მიუღებელია, რადგან ეს პირადპირ არის დაკავშირებული მათ კონკურენტუნარიანობასთან. პირობების რადიკალურმა გამკაცრებამ კი შესაძლებელია გამოიწვიოს ჰეჯ-ფონდების საქმიანობის შეჩერება.

გასულ წელს ჰეჯ-ფონდების მართვაში იმყოფებოდა 2 ტრილიონ დოლარზე ოდნავ მეტი ღირებულების აქტივები. გერმანული Deutsche Bank -ის ექსპერტების აზრით, მიმდინარე წელს ინსტიტუციონალური ინვესტორები ფინანსურ ბაზარზე მოელიან სასურველ კონიუნქტურას და ჰეჯ-ფონდებში ინვესტიციებს გაზრდიან. ამიტომ, 2012 წელს მოსალოდნელია, რომ ჰეჯ-ფონდების მთლიანი აქტივების ღირებულება გაიზრდება 2.26 ტრილიონ დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ როგორც აჩვენა გამოკითხვამ, ფინანსური ბაზრის მონაწილეთა 35% აპირებს სახსრების ინვესტირებას ჰეჯ-ფონდებში.

ბოლო წლების განმავლობაში ჰეჯ-ფონდები დიდ ინტერესს იჩენენ განვითარებადი ქვეყნების მიმართ. საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ უცხოური კომპანიების დახმარებით იყიდონ წილი ჰეჯ-ფონდებში. თუმცა, აქ უკვე ყურადღება უნდა მიექცეს რისკი/შემოსავლის მართებულ შეფარდებას და ინვესტორი ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისათვის.

მომზადებულია გიორგი გელაშვილის მიერ.

0
727
2-ს მოსწონს
ავტორი:გია გელაშვილი
გია გელაშვილი
727
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0