ქალი და მამაკაცი კაცი ვიცი მე ''კუხნაში'' 2013, 9 მარტი, 20:54 აბა მეგობრებო, გოგონებო, ბიჭებო, ქალბატონებო და ბატონებო რას იტყვით ამ თემასთან დაკავშირებით? საერთოდ სამზარეულოში ძირითადად ქალები ტრიალებენ და ეს ტერიტორია ასე ვთქვათ მათი საკუთრებაა, მათ აქვთ ათვისებული, მაგრამ პროფესიონალი მზარეულები კაცები უფრო გამოდიან ვიდრე ქალები, ასევე ცნობილი მოსაზრებაა, რომ ''კაცს უფრო გემრიელი ხელი აქვსო''. ფაქტი კი მაინც ის არის, რომ მამაკაცები, განსაკუთრებით ჩვენი, ქართველი კაცები ნაკლებად მეგობრობენ კულინარიასთან და არც კერძების მომზადება ხიბლავთ დიდად და არც სამზარეულოში ფუსფუსი. არადა ცოტა ხელი რომ გაანძრიონ საკუთარ თავსაც გამოადგებიან და მანდილოსნებს ხომ ასიამოვნებენ და ასიამოვნებენ, ამასთანავე მარჯვე ხელები და გემრიელი საჭმელი ნამდვილად წაადგებათ, როგორც საპირისპირო სქესის მოხიბვლის ერთ–ერთი ხერხი. ჭკვიანი კაცები ამ ხერხს ხშირად მიმართავენ და წარმატებებსაც აღწევენ, ცოტა ქალი თუ მოიძებნება, რომელსაც მსგავსი ეგზოტიკურ–ორიგინალური მამაკაცური საქციელი არ მოეწონოს და ამდაგვარი ზრუნვით არ მოიხიბლოს. ყველა ქალს აქვს სურვილი დილით საუზმე მიართვან ლოგინში ან საკუთარი ხელით გაუმზადონ რომანტიკული ვახშამი, ეს ყველაფერი კი არც ისე ძნელი, პირიქით სულ ადვილია. მთავარი ამ საქმეში ცოტა ფანტაზია და მოხერხებულობაა, ასევე სიზარმაცის დაძლევა, რაც ბევრ მამაკაცს ხელს უშლის სამზარეულომდე მისვლაში, მაგრამ ეს ზარმაცებიც, როცა პირველ ნაბიჯს გადადგამენ, ეშხში შედიან და ნამდვილ გურმანებად იქცევიან ხოლმე. მე პირადად ძალიან მომწონს და ეგზომ ვიხიბლები გურმანი მამაკაცებით, ნუ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი მაგრამ ნამდვილად დიდი პლიუსია. 96 7-ს მოსწონს
|