ქალი და მამაკაცი ვინ არის შენი საყვარელი ადამიანი ? 2012, 11 ივნისი, 12:46 ეს სურათი რომ ვნახე ძალიან მომინდა თემის გახსნა და გავხსენი კიდეც. ხანდახან ყველას უნდა თავისი სიყვარულის შესახებ ყველას გააგებინოს და საყვარელი ადამიანის სახელი ხმამაღლა დაიყვიროს. ეს სახელი მართლაც ხომ ყველასაგან განსხვავებულია ჩვენთვის. აქ ყველანი სხვადასხვა ნიკებით ვართ და არც ერთმანეთს ვიცნობთ, არც სხვები გვიცნობენ, ამიტომ გთხოვთ ყველამ თამამად დაწეროთ კომენტარებში თქვენი საყვარელი ადამიანის სახელი. მნიშვნელობა არ აქვს მეგობარია იგი, შეყვარებული, მეუღლე, დედა, მამა თუ სხვა ვინმე, მთავარია თქვენ ის გიყვართ. მინდა დავინახო რამდენი ადამიანს ყავს საყვარელი ადამიანი. მადლობა ყველას წინასწარ. კიდევ ერთი, ამ გამოკითხვამ შეიძლება სწორედ ახლა დაგაფიქროთ თუ ვინ არის თქვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი. ამის ცოდნა კი ყველასათვის საჭიროა. 676 12-ს მოსწონს
|