ნინი ბადურაშვილს მალე "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ნინი ორსულადაა და ბავშვს ელოდება, იგი მაინც განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას. "რუსთავი 2"-ის ეთერში, ახალი სეზონიდან გადაცემა "საქართველოს ვარსკვლავიში" ჟიურის ახალი შემადგენლობა იქნება.
ზაზა შენგელიასთან და მიშა მშვილდაძესთან ერთად იქნება ჟიურის წევრი ნინი ბადურაშვილიც და ისინი გამოავლენენ საქართველოს ახალ ვარსკვლავს. როგორც ნინიმ აღნიშნა მას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან ახლა მასზეც არის დამოკიდებული ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და აღმოჩენა. ამიტომაც მან როდესაც მიიღო "რუსთავი 2"-ისგან ჟიურის წევრობაზე შემოთავაზება, მაშინვე დათანხმდა.
როგორც იცით ნინი მოსკოვშია გათხოვილი და სავარაუდოდ მას თბილისში მეუღლის გარეშე მოუწევს ყოფნა. მას რადგან ტოქსიკური ფეხმძიმობა აქვს, მისთვის ხშირი მგზავრობა არ არის სასურველი და ამიტომაც იგი თამამდ დათანხმდა "რუსთავი 2"-ის შემოთავაზებას "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრობაზე.
იმედია ნინი კარგად გაართმევს თავს ჟიურის წევრობას და ზაზა შენგელიასა და მიშა მშვილდაძესთან ერთად სახალისოს და საინტერესოს გახდის ამ გადაცემას.