ვალერია ლევიტინი 39 წლისაა და მას არასწორი კვებისა და უამრავი დიეტების დაცვის შედეგად ანორექსია განუვითარდა.დიეტების დაცვა კი თინეიჯერულ ასაკში დაიწყო, მის შემდეგ რაც მას მოდელობაზე წონის გამო უარი უთხრეს და იგი ეხლა 25 წელია ანორექსიით იტანჯება.ის წარმოსობით რუსეთიდანაა მაგრამ ამჯამად ცოლუმბიაში ცხოვრობს მარტო.
ის სიმაღლეში 1.72სმ-ია და იგი მხოლოდ 25 კილოს იწონის რაც იმას ნიშნას რომ რამდენსაც უნდა იწონიდეს იმის ნახევარიც კი არაა, ამიტომ მას ''მოსიარულე ჩონჩხს''-აც კი უწოდებენ.
ის შეძრწუნებულია რადგან ყოველდღიურად უამრავ მეილს ღებულობს სადაც მას მოზარდები გახდომის საშუალების სწავლებას თხოვენ რათა მას დაემსგავსნონ.
''მე უამრავ მეილს ვღებულობ ახალგაზრდა გოგონებისგან და ისინი მთხოვენ ვასწავლო თუ როგორ დამემსგავსონ.ასევე ქალებისგან რომელთათვის მე შთაგონება ვარ.''-ამბობს იგი.
ვალერია წუხს რა საკუთარ თავზე, იგი აცხადებს რომ მისი სხეული სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს, მათთვის ვისაც ნორმალურ წონაზე უფრო, ურჩევნიათ ჩონჩხს, ასანთის ღერს ან თუნდაც მას დაემსგავსონ.შედეგად, მან საკმაოდ მამაცი ნაბიჯი გადადგა და თანახმაა ანორექსიის საწინააღმდეგო კამპანიასთან ითანამშრომლოს და მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბროს.რაც შეეხება მის მეილებს, იგი სასტიკი წინააღმდეგია ასწავლოს სხვებს თუ როგორ მოკვდე...
გთავაზობთ მის კიდევ რამოდენიმე სურათს:
და ბოლოს, გთავაზობთ ვიდეოს:
P.S.ეს ადამიანი მართლა ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ბევრისთვის და იმედია სხვა მხრივ შეხედავენ ამ ყველაფერს...ეს არაა თამაში...ეს არაა გართობა...ეს შენი ცხოვრებაა და ის ყველაზე ძვირფასია შენთვის...ისეთი შეგიყვარონ როგორიც ხართ და იყავით ბედნიერი.. :)♥