x
image
K.P.
შეარჩიე სამოსი მოდის შესაბამისად, როგორ დავფაროთ სხეულის ნაკლი-რჩევები ავთანდილისგან
imageავთანდილ ცქვიტინიძე საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერია. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ავთანდილისგან.

თუ თქვენ დიდი გვერდები გაქვთ, ბევრს ნუ იდარდებთ, დიზაინერებმა სწორედ თქვენთვის შექმნეს ირიბად აჭრილი კაბები. თუ წვრილი წელი გაქვთ, მაშინ ქვედაბოლო წელში დააფიქსირეთ და გემრიელად გაშალეთ. ასეთი ქვედაბოლოებს ბევრი ერიდება, ჰგონიათ რომ ასუქებთ, შედეგი კი განსხვავებულია.

თუ მოკლე ფეხები გაქვთ, ან გინდათ უფრო მაღალი ჩანდეთ ამაში მაღალსათავიანი ქვედაბოლო ან შარვალი დაგეხმარებათ. ეს ყოველთვის ამართლებს და სილუეტსაც აგრძელებს.

თუ აღნაგობის ფონზე დიდი მკერდი გაქვთ და ვიზუალურად გინდათ მისი ზომა დააპატარავოთ ნუ იდარდებთ... ჩაიცვით V-გულის ფორმის ტანსაცმელი ზომიერი დეკოლტით, ასე მკერდის ზომას დაარეგულირებთ. image


ზაფხულში ისევ აქტუალური იქნება სარაფნები. წელს განსაკუთრებით მოდურია გამოყვანილი კაბები. ასევე მოდურია 50-იანი წლების მოდელები-წელში გამოყვანილი და ქვემოთ გემრიელად დაყრილი მოდელები.

არ იქნება ურიგო, თუ ბებიას სკივრშიც ჩაიხედავთ, მოდაშია ძველებური სამკაულები, ბროშები, კამეები. გაგიკვირდებათ და წელს აქტუალურია გიპიურიანი საყელოები და გიპიურის ზედატანები.

თუ თქვენ სამსახურის გამო იძულებული ხართ პიჯაკები ატაროთ, ძალიან მოგბეზრდათ თქვენი ყოველდღიური სამოსი ნუ იდარდებთ. ავთანდილმა შექმნა სპეციალური ხაზი საქმიანი ქალბატონებისთვის. ეს არის პატარა, უმნშვნელო დეტალები, მაგალითად საყელო, რომელიც ოდნავ განსხვავებული და არასტანდარტულია. პიჯაკები, რომლებსაც წელში ქამრები და ბაფთები აქვს და ყოველდღიურ სამოსსაც ძალიან ალამაზებს. image

imageimageimageimageimageimage



imageimageimageimage


0
317
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0