ბრიტანულმა გამოცემა " დეილი მეილმა " მსოფლიოს ლამაზმანი მოდელების შემოსავლები დააჯამა და ყველაზე მაღალანაზღაურებადები გამოაქვეყნა. სიის სათავეში ამჯერადაც ბრაზილიელი ჟიზელ ბანდჩენი მოექცა. მსოფლიო მოდის წამყვან სახლებთან თანამშრომლობით საკუთარი ბიზნესით ფეხსაცმლის წარმოებაში და რამდენიმე მომგებიანი კონტრაქტით მან ერთი წლის განმავლობაში 151 000 000 $ გამოიმუშავა. ბანდჩენის გამომუშავებული თანხის თითქმის ნახევარი იშოვა ყოფილმა მოდელმა, ახლა უკვე ტელევარსვლავმა, ტაირა ბენქსმა. მან ერთი წლის განმავლობაში 90 000 000 $ გამოიმუშავა, ძირითადად ტელეპროექტ "ამერიკელი მოდელების " წამყვანობით. 80 000 000 $ -ით მესამე ადგილზე კრისტი ბრინკლი გავიდა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ათეულში ასევე შევიდნენ : ჰელენ კრისტენსენი ( 29 მილიონი დოლარი), ნატალია ვოდიანოვა ( 24 მილიონი დოლარი), ლინდა ევანჯელისტა ( 17 მილიონი დოლარი ) და სტეფანი სეიმური (15 მილიონი დოლარი ) .