x
image
თამარი555
სევდა

image


მე გამაღვიძა სევდამ, ჩუმად წარმოთქვა ჩემი სახელი და ყურში ჩამჩურჩულა: “იცოდე, უჩინრად, შეუმჩნევლად და ყველგან, ჩრდილივით აგედევნები__მუდამ თან ვიქნები__შენთან..., თვალებში ჩაგიდგები, რომ სულ ჩემთან იყო და ასე ვიქნებით ერთად..


მე შენი ყველა საიდუმლოს შემნახავი, შენი სულის დარაჯად ვდგევარ.

ხან გარდავიცვლები, ხან ისევ აღვდგები და ასე ვივლით ერთად.



მერე კი შენც ალბათ დაიღლები, მუხლებზე დაეცემი ღმერთთან,

მერე კი წავალ, გაგეცლები და ისევ ვივლი კენტად."

0
50
9-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0