ტურიზმი თაჯ-მაჰალი - ქვაში გაცოცხლებული მარადიული სიყვარული 2013, 2 მარტი, 17:35 თაჯ-მაჰალი, თეთრი მარმარილოს მავზოლეუმია ინდოეთში, რომელიც 1632-1653 წლებში აშენდა მოგოლთა იმპერატორის, შაჰ-ჯაჰანის მიერ თავისი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. თაჯ-მაჰალი სამხრეთ აზიის რეგიონში, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ აგრაში მდებარეობს. იგი აღმართულია მდინარე იამუნას დაბლობში. ![]() ![]() ისტორიული წყაროების მიხედვით, თაჯ-მაჰალი, შაჰ-ჯაჰანმა მიუძღვნა თავის მეუღლეს - მუმთაზ მაჰალს, რომელიც 1631 წელს მე-14 შვილის, გაუჰარა ბეგუმის მშობიარობას გადაყვა. მავზოლეუმის მშენებლობა 1632 წელს დაიწყო. აღნიშნული მავზოლეუმი უნდა ყოფილიყო შაჰ-ჯაჰანის, უზარმაზი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება ცოლისადმი. ![]() ![]() ![]() ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სიმაღლე 74 მეტრს აღწევს, სიგანე კი - 56. დიდი გუმბათის დიამეტრი 17 მეტრია. კუთხეებში 4 მინარეთია აღმართული. კედლები თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული. სრულყოფილი ფორმების თაჯ-მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებით – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. თაჯ-მაჰალი ულამაზესი ინტერიერითაც გამოირჩევა, რითაც ასევე ათასობით მნახველს აოცებს. ![]() ![]() თაჯ-მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღია გაშენებული ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. თაჯ-მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები მეჩეთი და თაჯ-მაჰალში შესასვლელი გრანდიოზული ჭიშკარი. ![]() ![]() ![]() აღსანიშნავია, რომ 1983 წლიდან თაჯ-მაჰალი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი, 2007 წლიდან კი თანამედროვე მსოფლიო საოცრების ტიტული მიენიჭა და იგი ამ 7 საოცრებიდან ერთ-ერთია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლაც შეუდარებელი და აღმაფრთოვანებელია ეს ნაგებობა, და არანაკლებ საინტერესო და მომხიბლავია მისი შექმნის ისტორია, განსაკუთრებით იმ ადამიანთათვის ვისაც სჯერა ნამდვილი, მარადიული სიყვარულის... ჩემი აზრით, თაჯ-მაჰალი, ერთ-ერთია იმ ბუნებრივ, ისტორიულ თუ კულტურულ ძეგლთაგანი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ! ყველას გისურვებთ ამ ენით აღუწერელი სილამაზის, საკუთარი თვალით ნახვას! ავტორი: თამარ თოდუა ლიტერატურა: http://en.wikipedia.org/wiki/Taj_Mahal 2714 4-ს მოსწონს
|