x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სექსი ინდოეთში: სიყვარულის და გარყვნილების ტაძრების ისტორია

სექსუალური თვალსაზრისით ინდოეთი ახლა ძალიან კონსერვატიულ ქვეყანას წარმოადგენს. 2013 წელს აქ სახელმწიფო დონეზე აღიარეს ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად, ხოლო ორი წლის შემდეგ ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა პორნოსაიტებს.

ისტორიის თვალსაზრისით საქმის ასეთი მდგომარეობა შედარებით ახლო პერიოდში დამკვიდრდა. ადგილობრივ მოსახლეობას პურიტანული შეხედულებები მოუტანა ისლამურმა მმართველებმა, ბრიტანელმა კოლონიზატორებმა და ბრამინის კასტის წარმომადგენლებმა.


XIII საუკუნემდე ინდოეთს შეეძლო სექსუალური თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული ქვეყანა ყოფილიყო. ჩვ. წ. აღ.-მდე IV _ II საუკუნეებში ხომ აქ
დაიწერა ცნობილი ტრაქტატი სექსზე _ „კამასუტრა“.

image

მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მოგონებები ინდუსების ნათელ სექსუალურ ცხოვრებაზე დღემდე შემორჩა და უკვდავყოფილია არქიტექტურულ ძეგლებში. განსაკუთრებულ შთამბეჭდილებას ახდენს სოფელ კხადჟურახოსთან მდებარე ტაძრების კომპლექსი.


image

თავდაპირველად, 950 წლიდან 1050 წლამდე აქ აშენებული იყო 85 ტაძარი და გადარჩა მხოლოდ 22 მათგანი. მაგრამ, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ პირი ღია დაგრჩეს ფასადებზე უჩვეულო სახის ქანდაკებების ნახვისას.

image

შენობის კედლები მთლიანად დაფარულია ულამაზესი ბარელიეფებით. ბევრი
მათგანი ასახავს სცენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ასევე ცხოველებს და ფრინველებს. ისე ჩანს, რომ თითქოს ქვის ასეთი გრავიურები ნებისმიერ ტაძარში შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ თუ ახლო მანძილიდან დააკვირდებით...

image

ბევრი მათგანი აშკარა სექსუალურ ხასიათს ატარებს. ინდოეთის უძველესი მოსახლეობის ფანტაზიას ჭეშმარიტად საზღვარი არ აქვს: აქ წარმოდგენილია სამის სიყვარულის სცენები, ორგიები და აქტები ცხოველებთანაც კი.

image

უბრალოდ საოცარია, რომ ამ შემოქმედებამ შეძლო ჩვენამდე მოღწევა. მეცნიერები თვლიან, რომ ამას ხელი შეუწყო სრულიად მიტოვებულმა ტაძრებმა. ისინი ძნელად
მისასვლელ ადგილებში მდებარეობენ და მნახველებისთვის თავიდან იყვნენ აღმოჩენილი მხოლოდ 1838 წელს.

image
image

დღეს-დღეობით ტაძრების კომპლექსი კხადჟურახოში წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს. ის გადაიქცა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად. ასე რომ, თუ შენი მეგობრები მოიფიქრებენ დასვენებას ინდოეთში, მიაწოდე იდეა, სად წავიდნენ აუცილებლად ექსკურსიაზე.



0
3565
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
3565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0