![ჰიპნოზი image](/uploads/article_images/small/289401362151570.jpg)
ჰიპნოზი სათავეს შორეულ წარსულში იღებს, ადამიანის შთაგონებით დამორჩილებას შუმერის, ძველ ეგვიპტისა და ინდოეთის რელიგიურ ტაძრებში ქურუმები ფლობდნენ და იყენებდნენ, დღეს ჰიპნოსუგესტია წარმატებით გამოიყენება ისტერიული დამბლის, მეტყველების და სმენის დარღვევების, ამნეზიის, ენაბლუობის და სხვა ანალოგიურ შემთხვევებში. მიზანმიმართული მუშაობით შეიძლება მოიხსნას ემოციური დაძაბულობა, შფოთვა და აკვიატებები. ჰიპნოსუგესტია ასევე ეფექტურია ბავშვების მავნე ჩვევებისა და მოზარდების ქცევს დევიანტურ ფორმებთან ბრძოლაში.
ჰიპნოზი არის ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელი ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით,
აღქმის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ამ დროს ადამიანის ცნობიერი მხარე საერთოდ გათიშულია და ადამიანი ემორჩილება ჰიპნოტიზიორის ბრძანებებს. შთაგონების შინაარსი მისთვის სრულიად არაცნობიერი რჩება.
ერთ–ერთი ექსპერიმენტის დროს ცდისპირს ჰიპნოტურ მდგომარეობაში მიუთითა ფსიქოლოგმა რომ ერთი კვირის შემდეგ ზუსტად ღამის 2 საათზე მისულიყო მასთან, მართლაც ცდისპირი შემდეგ კვირას ნაადრევად გამოეთიშა წვეულებას და მივიდა თავის ფსიქოლოგთან ღამით. იგი უხერხულად გრძნობდა თავს რომ ამ
დროს შეაწუხა თავისი ექიმიდა არ იცოდა ეს რატომ გააკეთა, მაგრამ სურვილი მისულიყო ამ ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. როდესაც ფსიქოლოგი შეეკითხა თუ რატომ გააკეთა ესხელმეორედ, მან რამდენიმე სუბიექტური გამართლება მოუძებნა თავის ქმედებას. თუ ცდისპირს ისევ დავაბრუნებდით ჰიპნოტურ მდგომარეობაში ამ შემთხვევაში იგი სწორად გვიპასუხებდა. ანუ ნათლად ჩანს რომ ადამიანი ასეთ შემთხვევაში თავს იტყუებს გაუნობიერებლად. მას შთაგონების გზით შექმნილი არაცნობიერი დინამიკური მდგომარეობა მართავს.
ჩავატარეთ კვლევა პიროვნება შევიყვანეთ ჰიპნოტურ მდგომარეობაში რაც მისი თანხმობის შემდეგ მოხდა. აღმოჩნდა რომ ექსპერიმენტატორს მიუწვდება ხელი თითქმის ნებისმიერ ინფორმაციაზე რაც კი ინდივიდმა იცის ან მალავს. ჩვენ ვუთხარით ცდისპირს გამოღვიძების შემდეგ ამდგარიყო დაესხა ონკანიდან 3 ჭიქა წყალი და დაელია, შემდეგ გავაღვიძეთ. ცდისპირმა მართლაც პირველივე ქმედებით შეასრულა ჩვენს მიერ მითითებული, მაგრამ როდესაც ვკითხედ ეს რატომ გააკეთა მან გვიპასუხა რომ საშინლად მოსწყურდა, ანუ ეს ყველაფერი სხვა ფაქტორებით ახსნა. მართლაც ადამიანის გონება, ცნობიერი და ქვეცნობიერი საკმაოდ რთულ და ბუნდოვან ნაწილს წარმოადგენს ჯერჯერობით მეცნიერებისთვის, მაგრამ კვლევები წინ მიიწევს და ვიმედოვნებთ ემპირიული მტკიცებულებები მალე ჩვენს ხელთ აღმოჩნდება.
![ჰიპნოზი image](/uploads/article_images/small/289401362151401.jpg)