x
საქართველოს ქართველეროვანი მოსახლეობის დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ
image
მოგეხსენებათ საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით და ამით ამაყობდა კიდეც. კოსმოპოლიტიზმი ჩვენი კულტურის ერთ–ერთი ძირეული ელემენტი იყო, ალბათ ამიტომაც საქართველოში ძველი დროიდან მოყოლებული უამრავი ეროვნების ხალხი სახლობს. ისინი საუკუნეებს ატარებდნენ ჩვენთან თანაცხოვრებაში, ყალიბდებოდა ურთიერთობები, მიდიოდა დიდი ვაჭრობა, იქმნებოდა ასიმილირებული ოჯახები და ამ ყველაფრის გვერდით ასევე მცირე კონფლიქტებსაც ქონდა ადგილი.

დღესდღეობით საქართველოში სახლობს უამრავი განსხვავებული
ეთნიკური თუ მრწამსის მქონე მოქალაქე. ჩვენი კვლევა შეეხო სწორედ ეთნიკური უმცირესობების მიმართ ქართველი მოქალაქის დამოკიდებულების შესწავლას ანუ ერთგვარად ქართველი ადამიანის კოსმოპოლიტიზმი შევაფასეთ ციფრების საშუალებით.
კვლევას დავავიწროვეთ მცირე შერჩევაზე, სტუდენტებზე და გამოვკითხეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისში.
გამოკითხულ სტუდენტებში აღვნიშნავ რომ უარყოფითი დამოკიდებულება თითქმის არცერთ ეთნოსზე არ იყო რადიკალურად გამოხატული. გამოვყოფ 4 ეთნიკურ უმცირესობას რომლებიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ:

1. აფხაზები

2. ბერძნები


3. ებრაელები

4. აზერბაიჯანელები

ასევე ბოგარდუსის სკალაზე ჩატარებულმა კითხვარმა შემდეგი სახის მონაცემები მოგვცა:


•ვიქორწინებდი 11 %

•ვიმეგობრებდი 47.5 %

•ვიმეზობლებდი ერთ ქუჩაზე 17.5 %

•ვითანამშრომლებდი 4%

•ჩემი ქვეყნის მოქალაქედ მივიღებდი 7%

•მივიღემდი მხოლოდ სტუმრად ჩემს ქვეყანაში 6 %

•გავაძევებდი ჩემი ქვეყნიდან 7 %

მიღებული მონაცემებიდან კარგად ჩანს რომ ქართველი
ადამიანი ხასიათდება საკმაოდ მაღალი კოსმოპოლიტიზმის მაჩვენებლით სხვა ერებთან შედარებით, ხმათა თითქმის ნახევარი თავმოყრილია მეორე გრაფაში ანუ ვიმეგობრებ–ში. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა რომ იქ პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია მესამე გრაფაში, ხოლო აზიაში კი მეოთხეში.



ავტორი : ნიკა გიორგაძე

0
84
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nika giorgadze
nika giorgadze
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0