x
image
პერსეპოლისი
უგემრიელესი იტალიური ნაყინი თბილისში (მენიუ,ნაყინის რეცეპტი და ფოტოები)
image

































თბილისში, ცოტა ხნის წინ ახალი იტალიური სანაყინე, კაფე

„ანჯელატო“ გაიხსნა, სადაც უგემრიელესი 24 სახეობის იტალიური ნაყინი, საუკეთესო მილქშეიკები და დესერტები, ბელგიური ვაფლი, ჰაეროვანი კრემები, მუსები და მსუბუქი სასმელები, სამარხვო ხილის ნაყინი და მრავალიარუსიანი ნაყინის ტორტები აქვთ დღესასწაულებისთვის. აგრეთვე საუკეთესო სალათები, სენდვიჩები, სურვილისამებრ მსუბუქი ან ნოყიერი, მაგრამ აუცილებლად ჯანსაღი კერძები. რაც მთავარია "ანჯელატო" ეს გახლავთ ნამდვილი ოაზისი ბავშვებისთვის, რადგან მათ საჩუქრებთან და სხვადასხვა სიურპრიზებთან ერთად დაუსრულებელ დღესასწაულს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნაყინის მხიარული პორციები პიცის და სპაგეტის ფორმით, "Angelato" ვრცელი ეზო კი მათი საყვარელი დროის გასატარებლი ადგილი გახდება. სანაყინე "Angelato" ყველა ასაკის ადამიანისთვის საუკეთესო ადგილია განტვირთვისა და დროის მხიარულათ გატარებისთვის. კაფე ვაკეში, 55-ე სკოლასა და თსუ-ს VIII კორპუსს შორის მდებარეობს.


აქვე ერთ-ერთი ნაყინის რეცეპტსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.


image


ნაყინი ხილით Angelato-სგან! გისურვებთ წარმატებებს:)

საჭირო მასალა: 3 კვერცხის გული, 1, 5 ჭიქა შაქარი, 2 ჭიქა რძე, 1 ჭიქა გათქვეფილი ნაღები (35%), 2 ჭიქა წვრილად დაჭრილი ცუკატები ან ცოცხალი ხილი და ნიგოზი, ვანილი – გემოვნებით.

კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ,
დავუმატოთ რძე და ვანილი, დავდგათ
ორთქლის აბაზანაზე და ვხარშოთ მანამ, სანამ არ შესქელდება. თან ვურიოთ. მომზადებული კვერცხის მასა კარგად გავაგრილოთ, შევათქვიფოთ ათქვეფილი ნაღები, ავურიოთ ხილი და ნიგოზი ან ცუკატები, ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ საყინულეში. 4 საათის განმავლობაში 2-3-ჯერ გამოვიყოთ ნაყინი და გავთქვიფოთ, შემდეგ
კი შევდგათ საყინულეში მთელი ღამით.



აქვე გთავაზობთ Angelato-ს ნაყინის სურათებს და მენიუს.

image

imageimageimageimageimageimageimageimage







4
2381
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
2381
  
2013, 18 მარტი, 0:04
ვაკეში, 55-ე სკოლასა და თსუ-ს VIII კორპუსს შორის მდებარეობს. პიქსელის შენობას უნდა გაცდე,მაღლა, ვაკის პარკისკენ.
2013, 18 მარტი, 0:02
სად არის ეს სანაყინე?
2013, 1 მარტი, 14:57
ერთხელ ვიყავი და სულ იქით ვიქაჩები ეხლა: )))
2013, 1 მარტი, 14:55
რას მერჩოდით? :)))
0 1 4