"პრემიერ ლიგის" ოცივე კლუბი ვალდებულია თავიანთ სტადიონზე შემდეგი სეზონიდან დააყენონ გოლის დასაფიქსირებელი მოწყობილობა.
როგორც ცნობილი გახდა "ფიფამ" წარამტებით გამოიყენა "GLT" იაპონიაში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ ჩემპიონატში ოცდაერთივე გასული გოლი სისტემამ სწორად დააფიქსირა.
ამჯერად "ფიფას" ლიცენზია აქვს ორ სისტემას - "Hawkeye"-ს "GoalRef"-ს. "პრემიერ ლიგა" უკვე წარმოებს მოლაპარაკებებს ამ კომპანიებთან, ინგლისის სტადიონებზე მისი დაყენების თაობაზე.
დღეს გახდა ცნობილი, რომ "პრემიერ ლიგის" ოცივე კლუბი მათ შორის სამი ახალწვეული "ჩემპიონშიფიდან" ვალდებულნი იქნებიან 2013-2014 სეზონის დაწყებამდე სტადიონებზე დააყენონ ეს სისტემა. ხოლო რომელი სისტემა შეირჩევა - ბრიტანული "Hawkeye", თუ სკანდინავიური "GoalRef", ამას გადაწყვეტს ინგლისის ასოციაცია ფასისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.