ფეხბურთი
რაფაელი: "გიგზი არაჩვეულებრივი მოთამაშეა"
2013, 25 თებერვალი, 22:12
"იუნაიტედის" ბრაზილიელმა მცველმა განაცხადა, რომ მისი უელსელი პარტნიორი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და მისგან უკვე წლებია ბევრს სწავლობს.
"რაიან გიგზი არაჩვეულებრივი მოთამაშეა. მასზე მხოლოდ კარგს თუ ილაპარაკებთ. იგი აგრძელებს მაღალ დონეზე თამაშს, გააქვს გოლები და პარტნიორებს მომენტებს უქმნის. რაიანი ერთ-ერთი საუკეთესოა ვისთანაც მუშაობა მომიწია. როდესაც ახალგაზრდა მოთამაშე გარკვეული წნეხის ქვეშაა, იგი ცდილობს მის დახმარებას. გიგზი გვიჩვენებს თუ როგორ უნდა ვიმოქმედეოთ ამა თუ იმ სიტუაციაში. როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, რაიანი ხშირად საუბრობდა ჩემთან".-განაცხადა რაფაელმა.