x
image
ჟანა გოგინაშვილი
დიტო ცინცაძის მდგომარეობის შესახებ

imageალბათ ბევრმა თქვენგანმა ნახა ვიდეო, რომელიც ჟურნალისტებმა სხვადასხვა მაუწყებლობიდან ჩაწერეს და საზოგადოებას კოლეგის, დიტო ცინცაძის დახმარებისაკენ მოუწოდეს.
ახაგაზრდა ოპერატორს აქვს სიმსივნე, კერძოდ დიფუზიური მსხვილუჯრედიანი არაჰოჯკინის ლიმფომა. ესაჭიროება ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთება საზღვარგარეთ, რომლისთვისაც საჭიროა 250 ათასი ევრო. კეთილი ადამიანების დახმარებით, საჭირო თანხის ნაწილი უკვე შეგროვდა, თუმცა არა საკმარისი.
10 თებერვალს, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გოჩა ცინცაძის ლექსების კრებულის _ `სფიქოდელია~ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დიტოსადმი იყო მიძღვნილი. მის დასახმარებლად დამსწრე საზოგადოებასთან ერთად თავი ცინცააძეებმაც მოიყარეს.

გოჩა ცინცაძე _ წიგნის ავტორი: “ჩემს თავს პოეტს ვერ ვუწოდებ. უბრალოდ ჩემთვის ვწერ რაღაცეებს. ძალიან ბევრი ლექსი დაკარგლი მაქვს, რადგან სერიოზულად ამას არ ვუდგებოდი. შემდეგ ჩემმა ოჯახის წევრებმა შემომთავაზეს, რომ თავი მოვუყაროთ ლექსებს და წიგნად გამოვცეთო. ოჯახისა მეგობრებისა დახმარებით მოვახერხე ჩემს ლექსებს ერთ კრებულში მოეყარა თავი.
წიგნი გამოსაშვებად უკვე მზად მქონდა. მაგრამ დიტოს სამწუხარო ამბავის გამო დავაჩქარე. ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე, ამ პატარა აქციით დავხმარებოდი მას. მოგვარეა, თუმცა არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს მასთან. პირადად არც კი ვიცნობ. დღეს, შემოსული თანხა მთლიანად დიტოს დახმარების ფონდში გადაირიცხება.
ცინცაძეებიც შევიკრიბეთ და გვინდა ცალკე წვლილიც შევიტანთოთ მის გამოჯანმრთელებაში. ძალიან გვინდა ამ განსაცდელში, ჩვენს მოგვარეს გვერდში დავუდგეთ და რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ."
დიანა გელაშვილი _ ღონისძიების მონაწილე: “მე და გოჩა ბავშვობის მეგობრები ვართ. როდესაც გავიგე მისი წიგნის პრეზენტაცია იყო, მაშინვე წამოვედი. მას გვერდში დგომა ახლა ძალიან სჭირდება. როგორც იცით დიტოს გამოჯანმრთელებისა ეძღვნება დღევანდელი დღე. ამაში კი მეც აუცილებლად შევიტან წვლილს.
გოჩა ლექსებს ბავშვობიდან წერს. კლასელები ვიყავით და ხშირად მიძღვნიდა ხოლმე. დღემდე ვინახავ."
მაკა ცინცაძე _ ჟურნალისტი, გოჩა ცინცაძის შვილი: “დიტო ცინცაძის დასახმარებლად არაერთი აქცია მოეწყო. სოცილური ქსელის წარმომადგენლებიც კარგად იცნობენ მას. გოჩას წიგნის პრეზენტაცია ეძღვნება დიტოს. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღით უმნიშვნელოს, თუმცა რაღაც წვლილს ჩვენც შევიტანთ მის გამოჯანმრთელებაში.
წიგნს რაც შეეხება, ექსპერიმენტულია და ვიტყოდი, რომ _ დასახვეწი."
ნანა ცინცაძე _ ღონისძიების ორგანიზატორი: “ამ ღონისძიებით პირველ რიგში ჩანს ის თუ რამდენად უყვარს ცინცაძეებს თავისი გვარი. დიტოს ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. არ მგონია, რომ დღეს იმდენი თანხა შეგროვდეს, რომელიც მის გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს. მთავარია დიტოს დავანახოთ, რომ არასდროს გვავიწყდება და მუდამ ჩვენს გვერდითაა. დღეს გოჩას პოეზია უფრო ცდას, ექსპერიმენტს გავს. არ უნდა შევხედოთ კრიტიკული თვალით, ლიბერალურად უნდა მივუდგეთ. ძალიან კარგი იქნება, თუ პოეზიაში საკადრის ადგილს დაიმკვიდრებს. ვფიქრობ, რომ კიდევ მეტის თქმა შეუძლია. ძალიან საინტერესო და განათლებული ადამიანია.
რაც შეეხება წიგნის სათაურს _ “ფსიქოდელია". მოგეხსენებათ ცინცაძეები გურულები ვართ. ეს სახელი, ზუსტად შეგვეფერება. სხვა ვერავინ მოიფიქრებდა ამგვარ სახელწოდებას. მე ვუსურვებ საქართველოსა და ქართველ ხალხს, რომ მუდამ “დელი, დელიას" სიმღერა ემღეროს."
კახაბერ ჯანაშვილი _ დიტო ცინცაძის დახმარების ფონდის ხელმძღვანელი:“ჩვენი კოლეგა დიტო, ამჟამად იმყოფება გერმანიაში, მუნხენის კლინიკაში, სადაც ოპერაციის წინა პერიოდს გადის. ჩვენი ხელისუფლებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით ხდება საჭირო თანხების შეგროვება მისი გამოჯანმრთელებისთვის. თუ ყველაფერი კარგად იქნა, დიტოს მარტის თვეში ოპერაცია ჩაუტარდება.
გვსურს, რომ თავის ოჯახს და ჩვენ, კოლეგებს ჯანმრთელი და ბედნიერი დაგვიბრუნდეს.''
დახმარების მსურველებმა დარეკეთ ნომერზე _ 0901080806 (ზარის ღირებულებაა ერთი ლარი)

0
66
5-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0